დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 დეკემბრის N-38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016156 |
|
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი ნაწილის,,დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე–80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად,
|
| მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 დეკემბრის N-38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge20/12/2013 სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016104) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
აისახოს ბიუჯეტის შემოსულობები: |
ა)
"რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის" მუხლში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 ნოემბრის N1989 განკარგულებით (სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოყოფილი 109.338 ათასი ლარი; |
ბ)
"რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის" მუხლში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის N2143 განკარგულებით (სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოყოფილი 170.0 ათასი ლარი;
|
გ)
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის" მუხლში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის N2541 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 650.0 ათასი ლარი; მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი განისაზღვროს ნაცვლად 12247.3 ათასი ლარისა 13176.638 ათასი ლარით - წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთი შეადგენს 867.4 ათას ლარს; |
2.
აისახოს ბიუჯეტის გადასახდელები: |
ა)
გაზრდილ იქნეს მესტიის მუნიციპალიტეტის გადასახდელების ნაწილი 279.338 ათასი ლარით და განისაზღვროს შესაბამისად 14044.0 (მათ შორის წლის დასაწყისში არსებული ნაშთი 867,4 ათასი ლარი) ათასი ლარით, ნაცვლად 13114.7 ათასი ლარისა; ამასთან 929.338 ათასი ლარის დამატება აისახოს ბიუჯეტის შემდეგ მუხლებში |
ბ)
"მესტიის მუნიციაპლიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია“ (ორგანიზაციული კოდი 03 01 01) დაემატოს არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში 109.338 ათასი ლარი. |
გ)
"სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ (ორგანიზაციული კოდი 03 04) დაემატოს სხვა ხარჯების მუხლში 170.0 ათასი ლარი. |
დ)
" მუნიციპალიტეტის საკრებულო“ (ორგანიზაციული კოდი 01 01) დაემატოს შრომის ანაზღაურების მუხლში 33.0 ათასი ლარი. |
ე)
'' მუნიციპალიტეტის გამგეობა“ (ორგანიზაციული კოდი 01 02) დაემატოს შრომის ანაზღაურების მუხლში 100.0 ათასი ლარი და საქონელი და მომსახურების მუხლში 43.8 ათასი ლარი. |
ვ)
"შესყიდვებთან (ტენდერი, აუქციონი და ა.შ.) დაკავშირებული ხარჯები“ (ორგანიზაციული კოდი 01 07) დაემატოს საქონელი და მომსახურების მუხლში 0.5 ათასი ლარი. |
ზ)
" მესტიის მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია“ (ორგანიზაციული კოდი 03 01 01) დაემატოს არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში 140.0 ათასი ლარი. |
თ)
"ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის გარე განათების სამსახური“ (ორგანიზაციული კოდი 03 02 01) დაემატოს სუბსიდიის მუხლში 8.0 ათასი ლარი. |
ი)
"ა(ა)იპ მესტია დასუფთავება“ (ორგანიზაციული კოდი 03 02 02)დაემატოსსუბსიდიის მუხლში25.0ათასი ლარი |
კ)
"სკოლამდელი განათლების დაფინანსება“ (ორგანიზაციული კოდი 04 01) დაემატოს სუბსიდიის მუხლში 60.0 ათ. ლარი. |
ლ)
"ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლა“ (ორგანიზაციული კოდი 04 03) დაემატოს სუბსიდიის მუხლში 5.0 ათასი ლარი. |
მ)
"ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ (ორგანიზაციული კოდი 05 01 01) დაემატოს სუბსიდიის მუხლში 100.0 ათასი ლარი. |
ნ)
"ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური“ (ორგანიზაციული კოდი 05 02 01) დაემატოს სუბსიდიის მუხლში 27.0 ათასი ლარი. |
ო)
" ა(ა)იპ მესტიის მთავარი ბიბლიოთეკა“ (ორგანიზაციული კოდი 05 02 04) დაემატოს სუბსიდიის მუხლში 5.7 ათასი ლარი. |
პ)
"ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება“ (ორგანიზაციული კოდი 05 03) დაემატოს საქონელი და მომსახურების მუხლში 16.0 ათასი ლარი. |
ჟ)
"თეატრი და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა “ (ორგანიზაციული კოდი 05 04) დაემატოს სუბსიდიის მუხლში 2.0 ათასი ლარი. |
რ)
"ა(ა)იპ კულტურული მემკვიდროების დაცვის ცენტრის დაფინანსება“ (ორგანიზაციული კოდი 05 05) დაემატოს სუბსიდიის მუხლში 8.0 ათასი ლარი. |
ს)
"მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 01) დაემატოს სოციალური დახმარების მუხლში 1.0 ათასი ლარი. |
ტ)
"გაჭირვებულ ოჯახთა ერჯერადი დახმარებები“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 02) დაემატოს სოციალური დახმარების მუხლში 15.0 ათასი ლარი. |
უ)
"ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა“ (ორგანიზაციული კოდი 06 02 03) დაემატოს სოციალური დახმარების მუხლში 1.0 ათასი ლარი. |
ფ)
"მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა“ (ორგანიზაციული კოდი 06 03) დაემატოს სოციალური დახმარების მუხლში 8.0 ათასი ლარი. |
ქ)
"სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება“ (ორგანიზაციული კოდი 06 04) დაემატოს სოციალური დახმარების მუხლში 1.0 ათასი ლარი. |
ღ)
"მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა“ (ორგანიზაციული კოდი 03 01 01) დაემატოს სხვა ხარჯების მუხლში 50.0 ათასი ლარი. |
3.
გადატანილ იქნას მუხლიდან მუხლში: |
ა)
"მუნიციპალიტეტის საკრებულო" (ორგანიზაციული კოდი 01 01) საქონელი და მომსახურების მუხლიდან 2.0ათასი ლარი შრომის ანაზღაურების მუხლში; სხვა ხარჯების მუხლიდან 1.3 ათასილარისოციალური დახმარების მუხლში; სხვა ხარჯების მუხლიდან 8.7 ათასილარიშრომის ანაზღაურების მუხლში; არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან 2.3 ათასილარიშრომის ანაზღაურების მუხლში; |
ბ)
"მუნიციპალიტეტის გამგეობის" (ორგანიზაციული კოდი 01 02) შრომის ანაზღაურების მუხლიდან 100.0 ათასი ლარი საქონელი და მომსახურების მუხლში; სოციალური დახმარების მუხლიდან 7.0 ათასილარისაქონელი და მომსახურების მუხლში; არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან 26.0 ათასილარისაქონელი და მომსახურების მუხლში; |
გ)
,,ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება" (ორგანიზაციული კოდი 02 03) არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან 0,9 ათასი ლარი შრომის ანაზღაურების მუხლში; არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლიდან 3.2 ათასილარისაქონელი და მომსახურების მუხლში; |
დ)
,,მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლიდან 30.0 ათასი ლარი „ა(ა)იპ მესტია დასუფთავება“ (ორგანიზაციული კოდი 03 02 02) სუბსიდიის მუხლში; |
ე)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლიდან 2.0 ათასი ლარი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი 03 05)არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში; |
ვ)
‘’მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლიდან 0.2 ათასი ლარი ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლა (ორგანიზაციული კოდი 04 03) სუბსიდიის მუხლში; |
ზ)
„მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლიდან 4.0 ათასი ლარი ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების (ორგანიზაციული კოდი 05 03) საქონელი და მომსახურების მუხლში; |
თ)
„მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლიდან 20.0 ათასი ლარი გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარებები (ორგანიზაციული კოდი 06 02 02) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში; |
ი)
„მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლიდან 1.5 ათასი ლარი ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა (ორგანიზაციული კოდი 06 02 03) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში; |
კ)
„მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლიდან 14.5 ათასი ლარი მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (ორგანიზაციული კოდი 06 03) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში; |
ლ)
„მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლიდან 1.0 ათასი ლარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (ორგანიზაციული კოდი 06 04) სოციალური უზრუნველყოფის მუხლში; |
მ)
„მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის" (ორგანიზაციული კოდი 03 03) სხვა ხარჯების მუხლიდან 9.0 ათასი ლარი მესტიის საკრებულოს (ორგანიზაციული კოდი 01 01) შრომის ანაზღაურების მუხლში; |
| მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 3 |
|
|
დანართი N–1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 13176.6 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები 14044.0 ათასი ლარის (მათ შორის ნაშთი 867.4 ათასი ლარი) ოდენობით:
მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი
მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მესტიის მუნიციპალიტეტში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2014 -2017 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. მესტიის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების ძირითადი მონაცემები 2014 წელს 2011-2012 წლების მოკლე მიმოხილვა 2011 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებულმა სახსრებმა შეადგინა 20,539.8 ათასი ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან გაწეულმა გადასახდელებმა 21,556.5 ათასი ლარი, 2011 წლის ბოლოს დაგროვილმა ნაშთმა შეადგინა 1.358.2 ათასი ლარი, საიდანაც 1.185.2 ათასი ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთი, ხოლო 173.0 ათასი ლარი წარმოადგენს თავისუფალ ნაშთს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან 18,255.8 ათასი ლარიდან დაფინანსდა მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები, საბაგირო გზების მშენებლობა, გზების რეკონსტრუქცია, მოვლა შენახვა, სოფლის მხადაჭერის პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების რეაბილიტაცია, ტექნიკის შეძენა. 2012 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მობილიზებულმა სახსრებმა შეადგინა 24,576.9 ათასი ლარი, ხოლო ბიუჯეტიდან გაწეულმა გადასახდელებმა 24,888.2 ათასი ლარი, 2012 წლის ბოლოს დაგროვილმა ნაშთმა შეადგინა 2,870.2 ათასი ლარი,საიდანაც 2,540.7 ათასი ლარი არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთი,ხოლო 329,5 ათასი ლარი წარმოადგენს თავისუფალ ნაშთს. მობილიზებული სახსრებიდან საკუთარ შემოსავლები შეადგენს 2,752.9 ათას ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები შეადგენს 21,824.0 ათას ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან 21,824.0 ათასი ლარიდან დაფინანსდა მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები, საბაგირო გზების მშენებლობა, გზების რეკონსტრუქცია, მოვლა შენახვა, სოფლის მხადაჭერის პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების რეაბილიტაცია, ტექნიკის შეძენა. მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესებაა აუცილებელი. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მოსახლეობის და გარემოს უსაფრთხოების 50%-ით გაზრდა 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2011 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულია 73 წვევამდელი საიდანაც შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა 63. 2012 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულია 58 წვევამდელი საიდანაც შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა 43. 2013 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულია 97 წვევამდელი საიდანაც შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა 65.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია(პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია დაბის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსება და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა შენახვა (გზები, ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდა სასოფლო მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ასევე საბაგირო გზისა და ხიდების მშენებლობა. დაგეგმილია ფრენების განხორციელება თბილისი-მესტია-თბილისი. ასევე წვირმინდის ხიდის რეაბილიტაცია. 2. 2 მუნიციპალიტეტის გზების და ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი03 01 01) პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციაც. 2014 წელს დაგეგმილია ხალდეს, ლეხთაგის, ხანდაკის, ლანჩვალ-ლაღამის და აგრეთვე ტურიზმის პოტენციალის გაზრდის მიზნით ცხუმარის მღვიმემდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და ჭუბერის გზის ორმული შეკეთება, ასევე გაღმა ხაიშთან დამაკავშირებელი ხიდის, უშგულისა და ნაკრის ხიდების მშენებლობა. დაგეგმილია დ. მესტიაში უშბის ქუჩის და მასში შემავალი ჩიხები რეაბილიტაცია. ნაკრის გზის რაებილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2012 წელს განხორციელდა : ხიდის რეაბილიტაცია –2 სოფელში გზის რეაბილიტაცია –38 ადგილას 2013 წელს განხორციელდა : ხიდის რეაბილიტაცია – 8 ადგილას გზის რეაბილიტაცია –32 ადგილას 2.3 მესტიის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 01 02) ტურიზმის განვითრების ხელშეწყობის მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტში აშენდა საბაგირო გზები. პროგრამით გათვალისწინებულია აღნიშნული გზების გაფართოება.მომავალ წელს დასრულდება „თეთნულდში“ 4– საბაგირო გზის რეაბილიტაცია,მოეწყობა 8 –სათხილამურო ტრასა,რომლის საერთო სიგრძე 70 კმ.შეადგენს პროექტის დასრულება დაგეგმილია 2015 წელს. შპს მესტია რიზორტსის გასანვითარებლად გამოიყოფა ფულადი სახსრები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე-განათების ქსელის გაფართოება. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიება, ასევე წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ექსპლოატაციის ღონისძიებები 3.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე სოფლის ცენტრებში ახალი წერტილების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზის ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. 2014 წელს ვგეგმავთ შევისყიდოთ: ბუნკერები და ნაგავმზიდი მანქანა 2014 წელს ავითვისებთ ლენჯერის და მულახის სოფლებსაც და უზრუნველვყოფთ აღნიშნული სოფლების დასუფთავებასაც. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2013 წელს შევისყიდეთ : 30 – ბუნკერი
1 – მხვეტავი მანქანა 3.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული ქსელის საერემონტო სამუშაოები. მათ შორის იფარის ხაიშის ფარის ეცერის და უშგულის თემების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. დ. მესტიაში გრძელდება წყალმომარაგების სისტემის აღდგენა რეაბილიტაცია რის შემდეგაც მესტიის თითეულ ოჯახს ექნება უწყვეტი 24 საათიანი წყალმომარაგება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2013 წელს განხორციელდა: წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 27 უბანში 3.4 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბაში არსებული საკანალიზაციო ქსელის სარემონტო სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2012 წელს განხორციელდა :
2013 წელს განხორციელდა:
3.5 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები, ისტორიული უბნების აღდგენა-რეაბილიტაცია, ეთნოგრაფიული მუზეუმის სამშებნებლო სამუშაოები და სხვა ღონისძიებები. 2012 წელს მოხდა ლანჩვალის ისტორიული უბნების აღდგენა რეაბილიტაცია, სეტის მოედნის რეაბილიტაცია, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სახლების რეაბილიტაცია. მომდევნო წლებში დასრულდება ერთერთი დიდი პროექტის თეთნულდის პროექტი, დაგემილია უშბის ქუჩის რეაბილიტაცია დ. მესტიაში ასევე სოფ. უშგულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. დასრულდება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მე-3 ეტაპის სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2012 წელს განხორციელდა : 88 – შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია 2013 წელს განხორციელდა : 7 –შენობის კეთილმოწყობა 4. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგებში მესტიის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში გათვალისწინებულია ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა (იფარი, მულახი, ნაკრა, ჭუბერი და ა. შ), ლახამულის ღელის განტვირთისათვის დაგეგმილია საპროექტო საკვლევი სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2012 – 2013 წლებში განხორციელდა: საპირსამაგრი ჯებირის მოწყობა – 7 სოფელში 5.სოფლის მხარდაჭერის პროგრამა პროგრამული კოდი (03 05) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სოფლებში ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხდება იმ პრიორიტეტების დაფინანსება რაც მოსახლეობის მხრიდან იქნება დასახელებული. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2012 წელს სოფლის პროგრამით განხორციელდა:
2013 წლის სოფლის პროგრამით განხორციელდა:
6. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 5.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 19 ბაღი, სადაც განათლებას იღებს 341 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და ამღზრდელთა ხელფასებს, ბავშვების კვების და სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია მათ შორის (მულახი, უშგული, ჭუბერის, ლახამულის და ლახამის ბაღებს)მომდევნო წლებში ამოქმედდება 21 საბავშო ბაღი, მოწესრიგდება საბავშვო ბაღების გათბობის სისტემები. შესაბამისად გაიზრდება დასაქმებულთა და ბავშვების რაოდენობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2011 წელს ფუნქციონირებდა – 17 საბავშო ბაღი დასაქმებული იყო – 93 ადამიანი ბავშვების რაოდენობა – 252 2012 წელს ფუნქციონირებდა 18 საბავშო ბაღი დასაქმებული იყო – 97 ადამიანი ბავშვების რაოდენობა – 288 2013 წელს ფუნქციონირებს – 19 საბავშო ბაღი დასაქმებული იყო – 100 ადამიანი ბავშების რაოდენობა – 341 5.3 მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03)
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოსწავლეთა სახლს: 2011 –2012 წლებში დასაქმებული იყო: 9 – პედაგოგი სწავლობდა: 40 – მოსწავლე 2013 წელს დასაქმებული იყო: 9 – პედაგოგი სწავლობს : 35 – მოსწავლე
6.კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვასაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობობების განვითარება. 6.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2014 წლის განმავლობაში დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები (მათ შორის ძიუდო კრივი, სამთო-სათხილამურო, მეკლდეურობა და სხვა) ასევე დაფინანსდება სპორტული. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
6.2 ა(ა)იპ მესტიის სპორტული დარბაზი (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება დარბაზის აღჭურვა სხვადასხვა სპორტული ინვენტარით, ახალგაზრდებისათვის სპორტული გამაჯანსაღებელი პირობების შესაქმნელად. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებულია 6 – ღონისძიება:
6.3 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდების მათ შორის მეკლდეურთა, ძიუდოისტთა, სხვა რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის ტურები სპორტსმენთა დონის ასამაღლებლად. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მულახის სპორტსკოლა (პროგრამული კოდი 05 01 03) მულახის სპორტსკოლაში არის 14 ჯგუფი, მოსწავლეთა რაოდენობა 106, სპორტის სახეობები: ძიუდო, კრივი, კლდეზე ცოცვა, ქართული ჭიდაობა. აღნიშნული ქვეპროგრამით ფინანსდება სპორტსკოლის მწვრთნელთა, ტექნიკურ პერსონალთა ხელფასები, ადგილობრივი და რესპუბლიკური მნიშვნელობის ტურნირების მონაწილე ბავშვების ტრანსპორტირება, კვება და ბინით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2012 წ მონაწილეობა მიიღეს 10 სპორტულ ღონისძიებაში,სადაც გამოვლინდნენ მედალოსნები:
ლატალის სპორტსკოლა (პროგრამული კოდი 05 01 04) ლატალის სპორტსკოლაში არის 10 ჯგუფი, მოსწავლეთა რაოდენობა 150, სახეობები: ძიუდო, კრივი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, სამბო. აღნიშნული ქვეპროგრამით ფინანსდება სპორტსკოლის მწვრთნელთა, ტექნიკურ პერსონალთა ხელფასები, ადგილობრივი და რესპუბლიკური მნიშვნელობის ტურნირების მონაწილე ბავშვების ტრანსპორტირება, კვება და ბინით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: გ.თიკანაძის სახელობის სასპორტო–სკოლას ჰყავს მედალოსნები:
იფარის სპორტსკოლა (პროგრამული კოდი 05 01 05). იფარის სპორტსკოლაში არის 11 ჯგუფი, მოსწავლეთა რაოდენობა 107, სპორტის სახეობები: ძიუდო, სამთო-სათხილამურო და ქართული ჭიდაობა. აღნიშნული ქვეპროგრამით ფინანსდება სპორტსკოლის მწვრთნელთა, ტექნიკურ პერსონალთა ხელფასები, ადგილობრივი და რესპუბლიკური მნიშვნელობის ტურნირების მონაწილე ბავშვების ტრანსპორტირება, კვება და ბინით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებულია 10 – ღონისძიება:
მესტიის სპორტსკოლა (პროგრამული კოდი 05 01 06) ქვეპროგრამა აფინანსებს და ხელს უწყობს სპორტსმენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისებას, კალენდარული გეგმით გათვალისწინებულ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენების ტრანსპორტით, კვებით და ბინით უზრუნველყოფას. 2012 წლის განმავლობაში ფინანსდება სპორტსკოლის ადმინისტრაციის მწვრთნელებისა და დამხმარე პერსონალის ხელფასები, სამივლინებო ხარჯები, აგრეთვე ადგილობრივი და რესპუბლიკური მნიშვნელობის ტურნირები, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების სპორტული დონის ამაღლებას. მესტიის #90-ე კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ავარჯიშებენ სპორტის შვიდ სახეობაში: ძიუდო, კრივი, სამთო-სათხილამურო, კლდეზე ცოცვა, ქართული ჭიდაობა, სამბო, სნოუბორდი. მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 217-ს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
7. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი, მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა და ბიბლიოთეკები. 7.1 კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი მასში შემავალი 5 კულტურის სახლი, 2 სასოფლო კლუბი, ახალგაზრდული ცენტრი ,,ბეთქილი”,2 სახელობითი მუზეუმი, 3 ფოლკლორული ანსამბლი (,,რიჰო”.,,ლატალი” ახალგაზრდული ფოლკლორული ჯგუფი ,,ბეთქილი”). მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებულია 11– ღონისძიება:
7.2 მუსიკალური სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამა აფინანსებს სახელოვნებო სამუსიკო სკოლას.სკოლის მიზანია მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება.სწავლების ხანგრძლოვობა 6 წელია. სამუსიკო სკოლაში ხორციელდება დაწყებითი საფორტეპიანო სახელოვნებო საგნმანათლებო პროგრამა. მუსიკალურ სკოლაში სწავლობს 16 ბავშვი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: სამუსიკო სკოლაში დასაქმებულია: 4– პედაგოგი 2011 წელს სამუსიკო სკოლაში სწავლობდა – 13 მოსწავლე 2012 წელს სამუსიკო სკოლაში სწავლობდა – 14 მოსწავლე 2013 წელს სამუსიკო სკოლაში სწავლობს – 16 მოსწავლე
7.3 სამხატვრო სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03) აღნიშნული პროგრამით ფინანსდება ა(ა)იპ სკოლის გარეშე სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი.სკოლაში ისწავლება ფერწერა, ხატვა, ხელოვნების ისტორია. სწავლების ვადა 4 წელი. მოსწავლეთა რაოდენობა 12. მომავალ წლებში ვგეგმავთ უფრო ხშირად მოვაწყოთ გამოფენა – გაყიდვა,რაც ჩვენი სკოლის პოპულიზაციას შეუწყობს ხელს მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: მონაწილეობა მივიღეთ –ღონისძიებაში:
ჩვენ განვახორციელეთ:
მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურეობა საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების მიოწყობა. მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს : კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზის გაკეთება,რაც მკითხველის მოზიდვას გამოიწვევს, საცავის რეაბილიტაცია, სადაც განლაგებულია ფონდი. ახალი ბეჭდური პროდუქციის შექმნა. მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მესტიის მთავარი ბიბლიოთეკა ,ლატალის,ბეჩოს,ცხუმარის,ელის,ადიშის და მულახის.
ხელოვნების მუზეუმი შეიქმნება ძმები ფარჯიანების ნამუშევრების გამოფენით სოფ. ლატალში ირაკლი ფარჯიანის ნახატები მთელ ხელოვნების ძვირფას ნამუშევრებს მიეკუთვნება, ხატავდნენ ასევე მისი უფროსი ძმები მარატი და გოვენი. მუზეუმი განთავსდება ფარჯიანების ისტორიულ სახლში. ნახევრად კომერციულ საწყისებზე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: მომავალში დაგეგმილი კოლექციის გამდიდრება ხელოვნების სხვა ნამუშევრებით. 7.6 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი05 03) აღნიშნული პროგრამით ფინანსდება ახალგაზრდული ღონისძიებები. 2012 წელს გათვალისწინებულია მხიარული სტარტები, შემეცნებითი პროექტი ,,რა სად როდის და მსგავსი შემეცნებითი გასართობი პროექტები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
7.7 თეატრი და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) ამ პროგრამის ფარგლებში თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება,პერსონალის დაფინანსება, ქვეპროგრამის ფარგლებსი ფინანსდება ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაცია - აშენება. მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს: თეატრის რეაბილიტაცია, კვალიფიციური კადრების დამატება, საინტერესო პროექტების შექმნა, მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
თეატრის მიერ განხორციელებულია 4– ღონისძიება:
7.8 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) ამ პროგრამის ფარგლებში თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება,პერსონალის დაფინანსება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გათვალისწინებით სვანეთში საჭიროა სწორი სამშენებლო არქიტექტურულ საზედამხედველო ორგანოს შექმნა რომელის ფუნქცია იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა შენახვა რესტავრაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 8. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. 8.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში `საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, რომლის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების წესის დამკვიდრება.გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
8.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 8.3 მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) აღნიშნული პროგრამით ხორციელდება დედ-მამით ობოლ და ინვალიდ ბავშვებზე დახმარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2012 წელს მარჩენალდაკარგულების და ინვალიდების კატეგორიით დაკმაყოფილდა 17 განცხადება – 1 900 ლარი 2013 წელს მარჩენალდაკარგულების და ინვალიდების კატეგორიით დაკმაყოფილდა 58 განცხადება – 5 800 ლარი 8.4 გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამა მოიცავს გაჭირვებული ოჯახების გადაუდებელი ღონოსძიებების დაფინანსებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2012 წელს გაჭირვებული ოჯახების კატეგორიით დაკმაყოფილდა 69 განცხადება – 24 150 ლარი 2013 წელს გაჭირვებული ოჯახების კატეგორიით დაკმაყოფილდა 215 განცხადება, – 57 619 ლარი 8.5 ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: 1. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებზე დახმარებას. 2. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე დახმარება 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახებზე დახმარებას. 4. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა (დაკრძალვის ხარჯები) დახმარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: 2012 წელს ვეტერანთა და ხანდაზმულთა კატეგორიით დაკმაყოფილდა 88 განცხადება – 12 150 ლარი 2013 წელს ვეტერანთა და ხანდაზმულთა კატეგორიით დაკმაყოფილდა 109 განცხადება, – 13 400 ლარი 8.6 მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: 1. ახალშობილებზე ერთჯერად დახმარებას. 2. ონკოლოგიურ და მძიმე ავადმყოფებზე ერთჯერადი დახმარებები 3. პირველი ჯგუფის ინვალიდების ერთჯერადი დახმარებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
8.7 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორი: 2012 წ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების კატეგორიით დაკმაყოფილდა 17 განცხადება – 21 300 ლარი 2013 წ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების კატეგორიით დაკმაყოფილდა 11 განცხადება, – 14 600 ლარი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები