დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 760 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.018380 |
|
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამინისტროს აპარატი სამინისტროს აპარატის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება: ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა; დ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თათბირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, გაცემული დავალებების აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი; ე) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან; ვ) სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დონორ ორგანიზაციებთან დასადები შეთანხმებების (ხელშეკრუ-ლებების, მემორანდუმების) მომზადების პროცესის კოორდინაცია და ხელმოწერის პროცედურის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზ) ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით (მათ შორის, ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკით) სამინისტროს კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა; თ) ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების კოორდინაცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით; ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა; კ) აპარატის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები