შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 755
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.018375
755
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
040170020.10.003.018375
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №755

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის ვადით, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.

        

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სახსრებით ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.

2. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცედურების გამარტივება და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.

 3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ სამუშაოებისა და ამ წესის №1 დანართით გაუთვალისწინებელი საქონლისა და მომსახურების  შესყიდვაზე ვრცელდება საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“.

 4. ამ წესის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე, სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

5. ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული თითოეული სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“;

 გ) შესყიდვის ობიექტი – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;

დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის, ტერმინი – მომსახურება მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;

ვ) ერთ პირთან მოლაპარაკება – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისას, გამარტივებული შესყიდვის საშუალება;

 ზ) პირობათა გამოკითხვა – ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება;

თ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;

 ი) ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;

კ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარადგენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;

ლ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;

მ) კომისია – შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორის მიერ ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისია;

 ნ) სტრუქტურული ერთეული - შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“  სასაწყობო მეურნეობები, ქარხნები, წარმოებები, საქმიანი ეზოები და სხვა.

მუხლი 3. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

 შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:

ა) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა შერჩევა;

ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.

მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

ამ წესის შესაბამისად განხორციელებულ/განსახორციელებელ შესყიდვებზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები.

მუხლი 5. შესყიდვის საშუალებები

 1. შესყიდვის საშუალებებია:

ა) ერთ პირთან მოლაპარაკება;

ბ) პირობათა გამოკითხვა;

გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;

დ) ელექტრონული ტენდერი.

2. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:

 ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული თითოეული სახის საქონლის ან მომსახურების ღირებულება 1 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს;

ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული შესყიდვის ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვისას, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

დ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება;

ე) ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას;

ვ) კომისიის გადაწყვეტილებით, თუ ამგვარი გადაწყვეტილება გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით ან/და გამართლებულია დროის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით.

4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორის გადაწყვეტილებით, შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და/ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

6. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებებით შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ უჯამდება ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული შესყიდული ან/და შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ღირებულებას, თუ:

ა) შესყიდვა ხორციელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებით;

 ბ) შესყიდვა ხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის სხვადასხვა სამშენებლო პროექტისა და სტრუქტურული ერთეულის საჭიროებისთვის;

გ) შესყიდვა გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;

დ) შესყიდვის განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.

მუხლი 6. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის დირექტორი, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით.

2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლები.

3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება, მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.

მუხლი 7. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ

1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას, კომისია, შემსყიდველი ორგანიზაციის  სახელით, პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არანაკლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემთხვევაში, პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს საინფორმაციო საშუალებებში.

 2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იყოს:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები;

ბ) შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას, შემსყიდველმა ორგანიზაციამ  გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომენტისათვის კონკრეტულ საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად, გამოიყენება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე, სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;

გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;

დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;

ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;

ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი.

3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია.

4. კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე, მიეწოდოთ ინფორმაცია წერილობითი სახით იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია.

5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

მუხლი 8. საკვალიფიკაციო მონაცემები

შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ მოთხოვნებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს კომისია.

მუხლი 9. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია

1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე.

2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილეობისათვის;

ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა);

გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;

 დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას;

ე) შეფასების კრიტერიუმებს.

მუხლი 10. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი

1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინადადებების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით.

  2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ, კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება.

3. შესული წინადადებების შერჩევა ხდება იმავე დღეს წინადადების მიღების დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.

4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში – ნიმუში;

ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში, მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი (დაზუსტებული) წარდგენა.

 6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში, კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთავაზოს შეცდომის გამოსწორება.

7. კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა.

8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

 9. წინადადების შეფასებისას, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:

 ა) წინადადების ღირებულება;

ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები;

გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები;

დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები.

10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიციენტის სახით, ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის, ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით.

11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინადადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად.

12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.

13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებები.

მუხლი 11. პირობათა გამოკითხვისას, ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები

 1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე და დროს.

  2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დოკუმენტაციაში არ მიუთითოს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე, დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს.

3. კომისია ვალდებულია, ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე.

4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, ძალაში რჩება და ფიქსირდება პრეტენდენტის მიერ წარდგენილი წინადადების პირვანდელი ფასი.

5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს, კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მოახდინოს წინადადების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით.

6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი.

7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქსირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.

8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი დაფიქსირებული ფასი, უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსირებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.

9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 12. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ შორის იდება ხელშეკრულება.

2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისია მიმართავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღების თაობაზე, ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.

მუხლი 13. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა

1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ:

 ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება;

ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მოთხოვნებს;

გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ფინანსურ შესაძლებლობებს.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტარდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა, ან კომისიის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესყიდვა ხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

 მუხლი 14. ხელახალი პირობათა გამოკითხვა

1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ, კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელახალ პირობათა გამოკითხვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორს უფლება აქვს, შეცვალოს კომისიის შემადგენლობა.

მუხლი 15. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ შესყიდვის საერთო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს.

3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი.

4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მექანიზმის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. ავანსის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) და მისი ოდენობა აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ს, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. შესყიდვის განხორციელებისას, დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორება ავანსის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის გარეშე, თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს.

 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 1%-იდან 5%-მდე ოდენობით.

 8. ობიექტური პირობების არსებობისას, კომისიის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შეიძლება არ იქნეს მოთხოვნილი.

9. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 მუხლი 16. ანგარიშის წარდგენა

1. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ განხორციელებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა.

  2. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის №2 და №3 დანართების შესაბამისად.


დანართი №1

 

 

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი

 

საქონელი

1

სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები

2

სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა

3

რეციკლირების მანქანის საჭრისები, საჭრისის ბუდეები, საჭრისის ბუდის ძირები და საჭრისის ბუდეების სამაგრები

4

რაციები, ტელესაკომუნიკაციო აპარატურა და მოწყობილობა -დანადგარები

5

ოპტიკური ხელსაწყოები

6

გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები

7

სხვადასხვა მასალის მილები

8

გრეიდერის სათადარიგო ნაწილები

9

„ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის სათადარიგო ნაწილები

10

„კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის სათადარიგო ნაწილები

11

ავტომანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილები

12

სპეც. სამშენებლო ტექნიკა

13

სამეურნეო და საკანცელარიო საქონელი

14

ქვის სამსხვრევი საამქროს მალცვეთადი ნაწილები

15

ქვის სამსხვრევი საამქროს სათადარიგო ნაწილები

16

ქვის სამსხვრევის ელ. ნაწილები და აგრეგატები

17

სამსხვრევის ყბები

18

ქვის სამსხვრების ბადეები

19

ტრანსპორტიორის ლენტები

20

ბეტონის ქარხნის მალცვეთადი ნაწილები

21

ბეტონის ქარხნის სათადარიგო ნაწილები

22

ბეტონის ქარხნის ელ. ნაწილები და აგრეგატები

23

ბიტუმი

24

ბიტუმის ემულსია

25

ბიტუმის მასტიკა და სხვა სპეციალური დანიშნულების ნავთობპროდუქტები

26

სამშენებლო მასალები

27

გენერატორები

28

ღორღი და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი მასალები

29

სპეც. ზეთები და საცხებ-საპოხი მასალები

30

დიზელის საწვავი

31

ბენზინი

32

საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები

33

გამაფრთხილებელი ნიშნები

34

არმირებული გრუნტის ელემენტები

35

სხვადასხვა ჭურჭელი-რეზერვუარი

36

ჟანგბადი, ჟანგბადის ბალონები

37

თხევადი გაზი

38

ბეტონის ქარხანა

39

მუშებისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი ვაგონები

40

სასაწყობე ვაგონები

41

ელექტრონული აღრიცხვის სისტემები

42

სარქველები

43

ურდულები

44

კონსტრუქციული მასალები

45

ქვიშა-ხრეშის ნარევი

46

საბეტონე მასალა

47

ყვითელი ქვიშა

48

პემზა

49

კიბეები

50

კიბის საფეხურები

51

ბეტონის ჭები

52

პოლიეთილენის ჭები

53

ლიუკებისა და ჭების ელემენტები

54

ლიუკებისა და ჭების სახურავები

55

საკეტიანი კაბინები და კარადები

56

ლამპიონები

57

გარე განათება

58

განათების სისტემები

59

ბეტონისა და ქვის ფილები

60

მოზაიკური ფილები

61

ბუნებრივი ქვის ფილები

62

კედლისა და იატაკის კერამიკული ფილები

63

საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი პროგრამების პაკეტის ჩათვლით

64

ლამინატისა და ხის პლინტუსები

65

ხის პარკეტი

66

სხვადასხვა დანიშნულების ავეჯი და აქსესუარები

67

ლამინირებული პარკეტი

68

ლინოლეუმი

69

კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურნიტურა)

70

ხის და მონათესავე მასალის კარ-ფანჯრები

71

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები

72

მეტალის კარ-ფანჯრები

73

მინა, მინა პაკეტი

74

ქლორვინილის ქაფი

75

ხის კოჭები

76

გადასახური მასალები

77

მეტალოკრამიტი

78

ფურცლოვანი თუნუქი

79

პოლიკარბონატი

80

წყალშემკრები ძაბრები

81

სანტექნიკური მასალები

82

პოლიმერული მასალის წყალსადენის მილები

83

პოლიეთილენის მუხლები

84

პოლიეთილენის სამკაპები

85

პოლიეთილენის რედუქტორები

86

პოლიეთილენის ადაპტორები

87

პოლიეთილენ ფოლადის გადამყვანები

88

პოლიეთილენ თუჯის გადამყვანები

89

პოლიეთილენის ე/შ ქუროები

90

პოლიეთილენის ე/შ უნაგირები

91

პოლიეთილენის ჯვარედინები

92

სახანძრო ჰიდრანტები

93

თუჯის შიბერული ურდულები

94

ჭედადი თუჯის ურდულები

95

თუჯის სოლისებრი ურდულები

96

თუჯის დროსირებული ურდულები

97

თუჯის საჰაერო ურდულები

98

ვენტილები (ხრახნიანი)

99

რკინის ფლანეცები

100

შესადუღებელი აპარატები

101

ელექტროდები

102

ფოლადის დემონტირებადი ქუროები

103

ლითონის მილები

104

ლითონის კვადრატული მილები

105

ლითონის კუთხოვანა

106

შველერები

107

კონდიცირებისა და სავენტილაციო სისტემის მასალები და დანადგარები

108

კანალიზაციისა და ვენტილაციის პლასტმასის მილები

109

კანალიზაციის მასალები

110

თბოიზოლაციის მასალები

111

ჰიდრო და თბოსაიზოლაციო მასალები

112

ელექტრო, გაზისა და წყლის მრიცხველები

113

წყალსადენის მასალები

114

უნიტაზები

115

პირსაბანი ნიჟარები

116

საშხაპის ქვესადგამები

117

ონკანები

118

სანათები, ნათურები, ჭაღები

119

ელექტრო ფურნიტურა

120

ელექტრო კაბელები

121

სამონტაჟო მასალები

122

ელექტრო სამონტაჟო მასალები

123

ელექტრო გამანაწილებელი ფარები

124

წყალემულსიის საღებავები

125

ზეთოვანი საღებავები

126

ფასადის საღებავები

127

საფითხნი მასალა („შპაკლი“),  შპალერი და სხვა საფარი

128

თაბაშირ-მუყაოს ფილები

129

თაბაშირ-მუყაოს ნესტგამძლე ფილები

130

პლასტიკატის შეკიდული ჭერის მასალები,  ამსტრონგის ფილები

131

სამსხმელო ყალიბები/ფორმები

132

ხარაჩოები

133

ხისა და მონათესავე პროდუქტის საყალიბე მასალა

134

ხის მასალა

135

ლურსმნები

136

გაზქურები, გაზისა და დენის გამათბობლები

137

წყლის გამაცხელებლები

138

მყარი საწვავი

139

ქიმიური პროდუქტები

140

ქუჩების, ბაღების გასაფორმებელი სეზონური მცენარეები, ბალახი, ბალახის თესლი

141

წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები და ნერგები

142

მუშებისა და მომსახურე პერსონალის საკვები

143

საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭელი

144

თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები

145

არმატურა დ=6მმ

146

არმატურა დ=8მმ

147

არმატურა დ=10მმ

148

არმატურა დ=12მმ

149

არმატურა დ=14მმ

150

არმატურა დ=16მმ

151

არმატურა დ=18მმ

152

არმატურა დ=20მმ

153

არმატურა დ=22მმ

154

არმატურა დ=25მმ

155

არმატურა დ=28მმ

156

არმატურა დ=32მმ

157

არმატურა დ=36მმ

158

არმატურა დ=40მმ

159

სპეცარმატურა

160

არმატურის საჭრელები და საღუნები

161

მავთული შესაკრავი

162

მავთული შედუღების

163

გლინულა დ=2-6მმ

164

გლინულა დ=6-12მმ

165

ორტესებრი ძელები №10-18

166

ორტესებრი ძელები №20-36

167

შველერები

168

კუთხოვანა 20X20X2,5-დან 45X45X5-მდე

169

კუთხოვანა 50X50X3-დან 100X100X10-მდე

170

კვადრატი 6X6-დან 16X16-მდე

171

კვადრატი 18X18-დან 32X32-მდე

172

შიფერი თუნუქის მოთუთიებული

173

მეტალოპროფილი

174

მეტალოპროფილი გალვანიზებული

175

პენოპლასტირი

176

მეტალოფურცელი, მეტალოკრამიტი

177

პარაგრიტები

178

ტერამიშები

179

გაბიონები

180

ბიომატერია

181

გეოტექსტილი

182

რენოს მატრასები

183

სპილენძის რგოლები, სტეპლერები

184

თუნუქი ფურცლოვანი 0,5მმ-დან 0,8მმ-დე

185

თუნუქი ფურცლოვანი 1,0მმ-დან-1,4მმ-მდე

186

ზოლოვანა 18X3-დან 50X3-მდე

187

ზოლოვანა 50X4-დან 100X10-მდე

188

შავი ლითონის კონსტრუქციები

189

ბადეები წყობის, უჯრედის

190

მოაჯირის ბადეები, მოაჯირის ელემენტები

191

ბადეები, ეკალმავთული

192

თოკები, ტროსები, საჭიმები

193

გისოსები სხვადასხვა ფორმის

194

ლითონის ვიტრაჟები

195

მდფ-კარები

196

ავტოფარეხის კარები

197

გოფრირებული კარები

198

ფარდა-ჟალუზები

199

სხვადასხვა მასალისა და დანიშნულების კარები

200

სპეციალური დანიშნულების კარები

201

სვეტების კონსტრუქციები,  ფერმის კონსტრუქციები, რიგელების კონსტრუქციები

202

განათების ანძები რადიორელეური

203

ფოლადის მილები დ=15მმ

204

ფოლადის მილები დ=20მმ

205

ფოლადის მილები დ=25მმ

206

ფოლადის მილები დ=32მმ

207

ფოლადის მილები დ=40მმ

208

ფოლადის მილები დ=50მმ

209

ფოლადის მილები დ=57მმ

210

ფოლადის მილები დ=65მმ

211

ფოლადის მილები დ=80მმ

212

ფოლადის მილები დ=90მმ

213

ფოლადის მილები დ=100მმ

214

ფოლადის მილები დ=100-150მმ

215

ფოლადის მილები დ=150-250მმ

216

ფოლადის მილები დ=250-500მმ

217

ფოლადის მილები დ=500მმ და ზევით

218

ფოლადის ელექტროშედუღებადი მილები

219

მაგისტრალური ნავთობსადების მილები

220

კერამიკული მილები, თუჯის მილები

221

პოლივინილპლასტის მილები

222

კანალიზაციის გოფრირებული მილები

223

გოფრირებული მილები

224

ფერადი ლითონები, ფერადი ლითონის ნაკეთობები

225

ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონის ნაკეთობები

226

აგური თიხის, კერამიკული

227

აგური თიხის, კერამიკული ორმაგი

228

აგური თიხის, მოსაპირკეთებელი

229

აგური თიხის, ფასადის

230

თიხის სატიხრე კერამიკული ბლოკი

231

აგური სილიკატური

232

ბეტონის ბლოკი წერტილოვანი საფუძვლის

233

ბეტონის ბლოკი საძირკვლის

234

ბეტონის ბლოკი ზეძირკვლის

235

ბლოკი მცირე ზომის

236

ტიხრის ბლოკი

237

ბეტონის სასარტყლე ბლოკი

238

ფასადის მოსაპირკეთებელი ბლოკი

239

ბეტონის წყლის სანიაღვრე ფილა

240

რკინაბეტონის მილები

241

ტეტრაპოდები

242

რკინაბეტონის ნაკეთობები

243

რკინაბეტონის ხიმინჯები L=6,5-9მ-მდე

244

რკინაბეტონის ხიმინჯები L=9მ-მეტი

245

რკინაბეტონის ზღუდარი

246

რკინაბეტონის გადახურვის ფილები

247

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-50, მ-75 (B-7)

248

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-100, (B-7,5)

249

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-150, (B-11)

250

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-200, (B-15)

251

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-250, (B-18,5)

252

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-270, (B-20)

253

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-300, (B-22,5)

254

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-327, (B-25)

255

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-400, (B-30)

256

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-460, (B-35)

257

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ღორღის) კონსტრუქციული მ-521, (B-40)

258

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-50, მ-75

259

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-100

260

სასაქონლო ბეტონი მძიმე (ხრეშოვანი) მომზადებისათვის მ-200

261

სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-50

262

სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-75

263

სასაქონლო მსუბუქი ბეტონი მ-100

264

სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-100 (B-7,5)

265

სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-150 (B-11)

266

სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-200 (B-15)

267

სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-270 (B-20)

268

სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-300 (B-22,5)

269

სასაქონლო სულფატმედეგი ბეტონი მ-320 (B-25)

270

ცემენტი მ-300

271

ცემენტი მ-400

272

ცემენტი მ-500

273

ცემენტი მ-300 (ნაყარი)

274

ცემენტი მ-400 (ნაყარი)

275

ცემენტი მ-500 (ნაყარი)

276

სულფატომედეგი ცემენტი

277

დეკორატიული  ცემენტი

278

ჰიდროსაიზოლაციო ცემენტი

279

ცემენტის მზა ნარევი ჭიმის მოსაწყობათ

280

ბეტონის ანტიფრიზი

281

ცარცი, გაჯი

282

საბურულე მასალები

283

წიდა

284

სახიდე გადასასვლელები

285

სახიდე გადასასვლელების ელემენტები

286

ხსნარი წყობის

287

ხსნარი მოსაპირკეთებელი

288

ასფალტობეტონი მსხვილმარცვლოვანი

289

ასფალტობეტონი საშუალომარცვლოვანი

290

ასფალტობეტონი წვრილმარცვლოვანი

291

ასფალტობეტონი ტროტუარის

292

ფილერი

293

სამშენებლო ქიმია

294

სენდვიჩ პანელები

295

სენდვიჩ გადახურვა

296

რადიატორები

297

გათბობის ქვაბები

298

სანთურები

299

კოლექტორები

300

სამაცივრო დანადგარები

301

ლიფტები

302

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და აქსესუარები

303

ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები, თოკები

304

ავტობიტუმმზიდები

305

ავტოცემენტმზიდები

306

შასი თვითმავალი

307

კოშკურა ამწეები

308

ჯოჯგინა ამწეები

309

ამწეები საავტომობილო სვლაზე

310

ამწეები მუხლუხა სვლაზე

311

ჯალამბარები

312

სასწორები

313

კონვეიერი ლენტური

314

გრეიდერები მცირე სიმძლავრის

315

გრეიდერები საშუალო სიმძლავრის

316

გრეიდერები მაღალი სიმძლავრის

317

კომპრესორი მოძრავი

318

კომპრესორი თვითმოძრავი

319

ექსკავატორი ერთციცხვიანი 0,25-1 კუბ.მ

320

ექსკავატორი ერთციცხვიანი 1-2,5 კუბ.მ

321

ექსკავატორი კოდალა

322

ქანმგრევი მექანიზმები

323

მუხლუხა ექსკავატორი

324

პნევმატურთვლებიანი ექსკავატორი

325

ბულდოზერები 37-79 კვტ

326

ბულდოზერები 96-228 კვტ

327

ბულდოზერ-გამფხვიერებლები

328

ორმოსმთხრელი მანქანები

329

ბეტონმრევები

330

ბეტონის ტუმბოები

331

ავტოგუდრონატორები

332

სატკეპნი ვიბრაციული

333

სატკეპნი გლუვი

334

სატკეპნი თვითმავალი პნევმოსვლაზე

335

ქვაბი ბიტუმის მოძრავი

336

მოსარწყავ-მოსარეცხი მანქანა

337

ასფალტობეტონის დამგები

338

ხიმინჯის აგრეგატები

339

საბურღი აგრეგატები

340

საველე მილშესადუღებელი ბაზა

341

ბიტუმსადნობი აგრეგატები

342

ანკერების ჩასახრახნი მანქანა

343

დასაწნეხი აგრეგატები

344

ავტობეტონმრევი

345

ავტოთვითმცლელები 12-27ტ

346

ავტოთვითმცლელები 40-180 ტ

347

სანგრევი ჩაქუჩები

348

ავტომობილები ბორტიანი

349

ავტოთვითსაცლელი

350

საწევარი-ტრაილერები

351

ელექტრომოწყობილობები ძრავებისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის

352

განათების არმატურა, განათების სისტემები

353

სპეციალური დანიშნულების ელექტროკაბელები

354

ელექტრო მოწყობილობები და აპარატურა

355

წყლის ტუმბოები

356

სამედიცინო ყუთები, მედიკამენტები, პირველადი დახმარების  საშუალებები, საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები

357

მოწყობილობები სანიტარიული მომსახურებებისათვის

358

ბლოკის საჭრელი დანადგარები

359

მსუბუქი ავტომობილები

360

მაღალი გამავლობის ავტომობილები

361

რაფის ტიპის ავტომობილები

362

ფრაქციული ღორღი 0-5

363

ფრაქციული ღორღი 0-20

364

ფრაქციული ღორღი 0-40

365

ფრაქციული ღორღი 0-80

366

ბალასტი

367

ფლეთილი ქვა

368

საგზაო ზღუდარები და მათი ცალკეული ელემენტები

369

ადგეზიური დანამატი

370

ასფალტობეტონის ქარხანა

371

ასფალტობეტონის ქარხნის მალცვეთადი ნაწილები

372

ასფალტობეტონის ქარხნის ელ. ნაწილები და აგრეგატები

373

ასფალტობეტონის ქარხნის სათადარიგო ნაწილები

374

სხვადასხვა ქიმიური დანამატები ასფალტის წარმოებისთვის

375

მობილური ქვის სამსხვრევი აგრეგატები

376

სტაციონარული ქვის სამსხვრევი აგრეგატები

მომსახურება

377

საპროექტო მომსახურება

378

რუკების ბეჭდვა

379

ნებართვებისა და სპეცფორმების აღება

380

„ვირტგენ ინტერნაციონალის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის რემონტი

381

„კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი სპეც. ტექნიკის რემონტი

382

ქვის სამსხვრევი საამქროს რემონტი

383

ბეტონის ქარხნის კვანძების რემონტი

384

ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება

385

ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის რემონტი

386

მძიმე გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება

387

ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის ტექდათვალიერება

388

დაზგა-დანადგარებისა და ელ. გენერატორების რემონტი

389

იურიდიული, სანოტარო, აუდიტური, საკონსულტაციო, საინფორმაციო, სარეკლამო, სადაზღვევო, თარგმნისა და ფოსტის  მომსახურებები

390

კომპიუტერული მომსახურება და პროგრამული უზრუნველყოფა

391

ექსპერტიზის მომსახურება

392

საბროკერო და საშუამავლო მომსახურება

393

ლაბორატორიული მომსახურება

394

წარმომადგენლობითი ხარჯები

395

დაცვის მომსახურება

396

სატრანსპორტო მომსახურება

397

სპეც. ტექნიკით მომსახურება

398

ა/მანქანებისა და სპეც. ტექნიკის იჯარა

399

მუშებისა და მომსახურე პერსონალის კვება

400

ასფალტის ქარხნის კვანძების რემონტი

401

სამრეცხაო მომსახურეობა

402

ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

403

სამხერხაო მომსახურება

404

სატყეო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურებები

405

სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები

406

გრეიდერების იჯარა

407

გრეიდერებით მომსახურება

408

ექსკავატორების იჯარა

409

ექსკავატორებით მომსახურება

410

ავტოდამტვირთავების იჯარა

411

ავტოდამტვირთავებით მომსახურება

412

ბულდოზერების იჯარა

413

ბულდოზერებით მომსახურება

414

„კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი ბულდოზერების იჯარა

415

„კატერპილარის“ ჯგუფში შემავალი ბულდოზერებით მომსახურება

416

სატკეპნების იჯარა

417

სატკეპნებით მომსახურება

418

ვიბროსატკეპნის იჯარა

419

ვიბროსატკეპნით მომსახურება

420

რესაიკლერის იჯარა

421

რესაიკლერით მომსახურება

422

საბურღი აგრეგატებით მომსახურება

423

საბურღი აგრეგატების იჯარა

424

ფრეზის იჯარა

425

ფრეზით მომსახურება

426

მაღალი ტევადობის თვითმცლელების იჯარა

427

მაღალი ტევადობის თვითმცლელებით მომსახურება

428

ავტოთვითმცლელების იჯარა

429

ავტოთვითმცლელებით მომსახურება

430

ასფალტის დამგების იჯარა

431

ასფალტის დამგებით მომსახურება

432

ემულსიამზიდის იჯარა

433

ემულსიამზიდით მომსახურება

434

ემულსიის მოსასხმელი მანქანის იჯარა

435

ემულსიის მოსასხმელი მანქანით მომსახურება

436

წყლის მზიდი მანქანების იჯარა

437

წყლის მზიდი მანქანებით მომსახურება

438

დასასუფთავებელი მანქანების იჯარა

439

დასასუფთავებელი მანქანებით მომსახურება

440

ავტოამწეების იჯარა

441

ავტოამწეებით მომსახურება

442

ამწეების იჯარა

443

ამწეებით მომსახურება

444

ბეტონმზიდი მანქანების იჯარა

445

ბეტონმზიდი მანქანებით მომსახურება

446

ტრაილერების იჯარა

447

ტრაილერებით მომსახურება

448

ქანმნგრევი მექანიზმებით მომსახურება

449

ქანმნგრევი მექანიზმების იჯარა

450

ბეტონის დამგების იჯარა

451

ბეტონის დამგებით მომსახურება

452

გრუნტის ტრანსპორტირების მომსახურება

453

ბალასტის ტრანსპორტირების მომსახურება

454

სატვირთო მანქანების დაქირავება მძღოლებთან ერთად

455

ავტომობილების დაქირავება მძღოლებთან ერთად

456

ქვიშა-ხრეშის ტრანსპორტირების მომსახურება

457

ბიტუმის ტრანსპორტირების მომსახურება

458

არმატურის ტრანსპორტირების მომსახურება

459

ხე-ტყის ტრანსპორტირების მომსახურება

460

სამშენებლო ბლოკის ტრანსპორტირების მომსახურება

461

შეფუთული ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება

462

ნაყარი ცემენტის ტრანსპორტირების მომსახურება

463

ქვიშის ტრანსპორტირების მომსახურება

464

გაჯის ტრანსპორტირების მომსახურება

465

ტეტრაპოდების ტრანსპორტირების მომსახურება

466

ფლეთილი ლოდების, ფლეთილი ქვის ტრანსპორტირების მომსახურება

467

კარ-ფანჯრების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება

468

საკეტების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება

469

ტუმბოების იჯარა

470

ტუმბოების შეკეთება და მომსახურება

471

სარქველების შეკეთება და მომსახურება

472

ონკანების შეკეთება და მომსახურება

473

ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების მონტაჟი

474

ელექტროგამანაწილებელის და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი

475

ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი

476

საინჟინრო მომსახურება

477

ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურება

478

მონიტორინგი და კონტროლი

479

კვლევასა და დამუშავებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები

480

კვლევისა და დამუშავების დაპროექტება და განხორციელება

481

საყალიბე მასალის იჯარა

482

კონსტრუქციული მასალების იჯარა

483

დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

484

ასფალტობეტონის ქარხნის კვანძების რემონტი

485

ქვის სამსხვრევი აგრეგატების იჯარა

486

ასფალტობეტონის ქარხნის იჯარა

487

ქვის სამსხვრევი აგრეგატებით მომსახურება

488

ასფალტობეტონის ქარხნით მომსახურება

     

 

ანართი №2

ანგარიში

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ _____ წელს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ

მიმწოდე­ბელი მხარის დასახელება

მიწოდე­ბული საქონლის ღირებუ­ლება

გაწეული მომსახუ­რების ღირებუ­ლება

შესყიდვის საერთო ღირებულება

შესყიდვისა­თვის ფაქტობრივად

გადახდილი თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

 

ანგარიში

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ _____ წელს პირობათა გამოკითხვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ

 

 

მიმწოდე ბელი მხარის დასახელება

მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების დასახელება

მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ღირებულება

შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ ლების მოქმედების ვადა

შესყიდვი სათვის ფაქტობრი­ვად

გადახდილი თანხა