დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 425 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016709 |
425
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
190040000.22.033.016709
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N637 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016291) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი“ (დანართი №1) და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში“ (დანართი №2).“. |
2.
„სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი“ (დანართი №1) და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი
|
| მუხლი 1 |
1.
სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე. |
2.
ეს წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებისთვის ან/და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების პროგრამული კოდისთვის გამოყოფილი სახსრების, აგრეთვე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს. |
3.
სახელმწიფო ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის განსაზღვრული პროგრამების ასიგნებებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტული ლიმიტის ფარგლებში. |
4.
მხარჯავი დაწესებულებების ერთი პროგრამის ფარგლებში არსებული ქვეპროგრამების და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში - გადანაწილება) შეიძლება განხორციელდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით, შეუზღუდავად. |
5.
მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შეიძლება გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტული ლიმიტის ფარგლებში. |
6.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად სამართლებრივი აქტის საფუძველზე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი სახსრების გადანაწილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს შეუზღუდავად. |
7.
წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად. |
8.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად. |
| მუხლი 2 |
1.
საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდგომში – მოთხოვნა) წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. |
2.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილ მოთხოვნაში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მოთხოვნის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. |
3.
მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნაში ცალკე გამიჯნოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტით ამავე მხარჯავი დაწესებულებისთვის გამოყოფილი სახსრების გადანაწილებაზე ინფორმაცია თითოეული სამართლებრივი აქტის და ამ აქტის საფუძველზე გამოყოფილი სახსრების წყაროს მიხედვით. |
4.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახელმწიფო ხაზინაში არ უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესაბამისად გათვალისწინებული ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს გადანაწილების მოთხოვნა. |
5.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, მხარჯავი დაწესებულების მიერ გადანაწილების თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა. |
6.
სახელმწიფო ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე მხარჯავი დაწესებულების მოთხოვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 15 სამუშაო დღის ვადაში. |
7.
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადანაწილება ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის იმ დეტალიზაციის დონეზე, რომელიც მხარჯავი დაწესებულებისთვის დამტკიცებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა (ხორციელდება მხოლოდ კვარტლებს შორის ასიგნებების გადანაწილება), გადაწყვეტილების მიღებაზე ასევე უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე. |
8.
ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გადანაწილების გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას ან გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამის წინადადებებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილეს. |
9.
ასიგნებების გადანაწილებაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. |
10.
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ამავე დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. |
11.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებით გათვალისწინებული ასიგნებები. |
12.
განხორციელებული ცვლილებები მხარჯავი დაწესებულებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით. |
დანართი №2
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
|
| მუხლი 1 |
1.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ - (სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე. |
2.
სსიპ-ის/ა(ა)პ-ის ბიუჯეტის კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში. |
3.
სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ, წარუდგენს მისი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებას, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). |
4.
ის სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი, რომელიც თავად წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებას ან არ ყავს კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას ახორციელებს თავად. |
5.
კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ის სსიპ-ი/ა(ა)იპ-ი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების განხორცილების მიზნით უფლებამოსილია მიმართოს კონტროლის განმახორციელებელ მხარჯავ დაწესებულებას ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. |
6.
ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების განხორციელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 1 თვის მანძილზე წერილობით აცნობებს შესაბამის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის არჩევანს, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget) ასახვაზე უფლებამოსილი უწყების თაობაზე. |
7.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სსიპ(ებ)-ის/ა(ა)იპ(ებ)-ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 2 |
1.
ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები. |
2.
ცვლილების ასახვაზე უფლებამოსილი უწყების თანამშრომლისთვის შესაბამისი ცნობის შექმნისა და დადასტურების უფლების მინიჭების მიზნით, უწყება წერილობით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, დადგენილი წესით. |
3.
დაუშვებელია ამ წესით განსაზღვრული ცვლილების ცნობის ერთი და იგივე პირის მიერ შექმნა და დადასტურება. |
4.
განხორციელებული ცვლილებები სსიპის/ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები