„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016710
426
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
190040000.22.033.016710
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №426

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1321 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.2007წ., №186, მუხ. 2105) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. ბრძანების:

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

 

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“.

2. ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად, იხელმძღვანელონ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა.“.

 

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“;

 

ბ) მე-14 მუხლის:

 

ბ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. ფინანსური აქტივების უსასყიდლოდ მიღება აღირიცხება ფინანსური აქტივების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების (6300) ან სხვა შემოსავლების (6400) ანგარიშების კრედიტში.

3. ფინანსური აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება გრანტების (7600) ან სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების (7822) ანგარიშის დებეტსა და ფინანსური აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“;

 

ბ.ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„20. საანგარიშო წლის განმავლობაში ზედმეტად ან შეცდომით გადასახადების/გადასახდელების (გარდა საშემოსავლო გადასახადის) გადახდისას საგადასახადო   აქტივის   წარმოშობა   აისახება   1358   ანგარიშის   დებეტსა   და   ხარჯების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხით. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საშემოსავლო გადასახადის გადახდისას წარმოშობილი მოთხოვნები აისახება მომუშავეების მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების (1463) ანგარიშის დებეტსა და ხარჯების შესაბამისი ანგარიშის კრედიტში. ამასთან საგადასახადო აქტივის წარმოშობა აისახება 1358 ანგარიშის დებეტსა და მომუშავეების მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების 1463 ანგარიშის კრედიტში. საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების აღიარება ხდება საგადასახადო აქტივის (1358) ანგარიშის დებეტსა და სხვა ეკონომიკური ნაკადების (აქტივების სხვა მოცულობითი ცვლილებების – 8200) ან შემოსავლების (ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში) შესაბამისი ანგარიშის კრედიტში. საგადასახადო აქტივის შემცირება (დაბრუნება,ჩათვლა), აისახება ფულადი სახსრების (1100-1200) ან საგადასახადო ვალდებულებების დებეტსა და 1358 ანგარიშის კრედიტში.“;

გ) მე-20 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. მატერიალური მარაგების უსასყიდლოდ მიღება ბუღალტრულად აღირიცხება მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების (6300), ნებაყოფლობითი ტრანსფერების, გარდა გრანტებისა (6440) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“;

 

გ. ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„7. მატერიალური მარაგების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება სუბსიდიების (7500), გრანტების (7600), სოციალური უზრუნველყოფის (7700) და სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების (7821) ანგარიშების დებეტსა და მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.“;

დ) 23-ე მუხლის:

დ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. ძირითადი აქტივების შეძენა აღირიცხება ძირითადი აქტივების (2100) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების (3220), მოთხოვნები/აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით (1432), ბარტერით მიწოდების (1410) ან მოთხოვნების სხვა შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.

3. ძირითიდი აქტივების მიღება ბარტერით აისახება ბარტერით მიწოდების შედეგად წარმოქნილი   მოთხოვნის   (1410)   ანგარიშის   კრედიტში   და   ძირითადი   აქტივის   (2100) ანგარიშის დებეტში. მიღებული ძირითადი აქტივის ღირებულების, გასული ძირითადი აქტივის საბალანსო ღირებულებაზე მეტობით წარმოქნილი ვალდებულება აღირიცხება ბარტერით წარმოქნილი ვალდებულების (3230) ანგარიშის კრედიტში და ძირითადი აქტივის (2100)  ანგარიშის  დებეტში  ნამეტი  თანხით,  ხოლო  ნაკლებობის  შემთხვევაში  –  სხვაობის თანხა აისახება გრანტების (6300) ან სხვა ხარჯების (7800) ანგარიშის დებეტში და ბარტერით მიწოდებით მოთხოვნის (1410) ანგარიშის კრედიტში. “;

 

დ. გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„7. ძირითადი აქტივების უსასყიდლოდ მიღება აისახება ძირითადი აქტივების (2100) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების (6300) ან სხვა შემოსავლების (6400) ანგარიშების კრედიტში.“;

 

დ.დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„14. ძირითადი აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა აისახება გრანტების (7600) ან სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების (7822) ანგარიშის დებეტსა და ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში. “;

 

ე) 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„6. არაწარმოებული აქტივების სხვა ერთეულებისგან უსასყიდლოდ მიღება აისახება არაწარმოებული აქტივების (2400) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და გრანტების (6300) ან ნებაყოფლობითი ტრანსფერების, გარდა გრანტებისა (6440) ანგარიშების კრედიტში.“;

 

ვ) 35-ე მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

 

ზ) 38-ე მუხლის:

ზ.ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„5. სახელმწიფო ერთეულებს შორის აქტივის უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში, ხარჯი აისახება კაპიტალური ტრანსფერის სახით, როგორც კაპიტალური გრანტი.“;

თ) 42-ე მუხლის:

თ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. ანგარიშზე „წმინდა ღირებულება“ (5100) – გადაიხურება ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების, შემოსავლების, ხარჯების (ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გარდა) და სხვა ეკონომიკური ნაკადების ანგარიშები, ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება შემოსავლების საკასო შესრულებით და ბიუჯეტის წინაშე დარიცხული ვალდებულებებით.“;

 

თ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4. ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში, სახელმწიფო ერთეულზე საბიუჯეტო სახსრებით მიღებული აქტივების და წარმოქმნილი ვალდებულებების გადაცემა სამართალმემკვიდრის მიერ აღრიცხვაში აისახება გრანტების ანგარიშის კრედიტში/დებეტში, ისე როგორც არაფინანსური და ფინანსური აქტივების და ვალდებულებების სახელმწიფო ერთეულებს შორის უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში, თუ ლიკვიდაციის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური