„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 427
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340010010.22.033.016711
427
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
340010010.22.033.016711
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №427

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2008წ. N61, მუხ. 698) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმებით მოხდეს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების და ამავე ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2014 წლის წლიური ბუღალტრული ანგარიშგება, 2014 წლის ბუღალტრული მონაცემების საფუძველზე;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის  დაფინანსებაზე  მყოფი  ორგანიზაციების  და  ამავე  ბიუჯეტის  დაფინანსებაზე მყოფი  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირების  მიერ  პერიოდული  -  1  აპრილის,  1 ივლისის, 1 ოქტომბრის მდგომარეობით და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება.“.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად ბუღალტრული ანგარიშგება წარუდგინონ:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მარტისა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა თავიანთ ზემდგომ ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა

– სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა - ადგილობრივ საფინანსო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში, ხოლო ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა - შესაბამის ზემდგომ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.“.

3. 2 1, მე-3 და 3 1 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. „ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ - ბალანსის დანართი ფორმა N3“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. „ორგანიზაციის ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ - ბალანსის დანართი ფორმა N5“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური