საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 749
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 430010000.10.003.018368
749
30/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
430010000.10.003.018368
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №749

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

ა) 2015 წლის 1 იანვრამდე ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

ბ)  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – დიდგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ლიკვიდაციასთან  დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კომისიის შექმნა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი