„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016356
1-1/404
30/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
040030000.22.024.016356
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/404

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1-1/330 ბრძანებასა (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.014344, 17/03/2010) და ამავე ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 99-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,“

2. დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო  – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში ცენტრი) არის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.

2. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით,  საქართველოს კანონით “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

3. ცენტრი არის სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“

3. მე-2 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (მათ შორის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში;“

 ბ) „მ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საერთაშორისო ნორმების თანახმად აკრედიტაციის წესების და საერთო პროცედურების შემუშავება, მიღება და გამოქვეყნება;"

გ) „ო“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) კომპეტენციის ფარგლებში განაცხადის მიღება სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (მათ შორის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციისათვის;"

დ) „ჟ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ)  აკრედიტებული პირების ზედამხედველობა დადგენილი წესით, გეგმიური/არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შედეგების მიხედვით  შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;“

ე) „რ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) კომპეტენციის ფარგლებში აკრედიტებული პირებისაგან ინფორმაციის მიღება, ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“

ვ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავების (აპელაცია/საჩივარი) განხილვა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;"

4. მე-3 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს პრემიერ – მინისტრი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.“

ბ) მე-4 პუნქტის "კ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"კ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს."

 გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით ცენტრში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, ცენტრის დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობასთან.“

5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 4. ცენტრის სტრუქტურა

1.      ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) აკრედიტაციის, მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური.

2.      ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის საქმისწარმოების სისტემის ორგანიზებას, საჯარო საინფორმაციო მომსახურების გაწევას, აკრედიტაციის მაძიებელი პირების განაცხადის მიღებას თანდართული დოკუმენტებით, აკრედიტებული ორგანოების რეესტრის წარმოებას, რეესტრის მუდმივ განახლებას და სხვა ორგანიზებულ სამუშაოს. ამასთან, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საბუღალტრო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ბალანსის შედგენას, სამივლინებო დოკუმენტების გაფორმებას, აწარმოებს ურთიერთობებს საგადასახადო ინსპექციასთან და ბანკში, აუცილებელი შესყიდვების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების კოორდინაციას ყოველწლიურად, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროსათვის წარსადგენად ამზადებს ცენტრის ფინანსურ ანგარიშს;

ბ) აკრედიტაციის, მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზებას და აკრედიტებული პირების გეგმიური ან არაგეგმიური მონიტორინგის ჩატარებას, ზედამხედველობის განხორციელებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.“

6. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

 ბ) მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;“

„ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის სახით მიღებული შემოსავალი. ამ საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, მათ შორის:

ბ.ა) აკრედიტაციისა და მონიტორინგის განხორციელებით მიღებული შემოსავალი;

ბ.ბ) ხელშეკრულების საფუძველზე დაინტერესებული პირისთვის ჩატარებული სწავლებებიდან მიღებული შემოსავალი;

ბ.გ) კონფერენციების ორგანიზებიდან მიღებული შემოსავალი;“

 გ) ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალი;

 დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა შემოსავლები.“

7. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.“

8. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის სათანადო ხარჯებს ანაზღაურებს ცენტრი.“

მუხლი 2
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 5 იანვრიდან.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2012 წლის 26 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი