დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის N97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 428 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016712 |
|
„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 8 აპრილის N97 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 10/04/2013 190040000.22.033.016523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“. |
2.
პირველი მუხლი და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების შედგენის წესი“ ამოღებულ იქნეს. |
3.
პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. დამტკიცდეს „სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ მოდიფიცირებული საკასო მეთოდით ფინანსური ანგარიშგების ფორმები“ თანდართულ დანართებთან ერთად. |
4.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ ბრძანებით განსაზღვრული ფორმებით განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2014 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგების შედგენა.“. |
5.
5. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ამ ბრძანების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა ნაერთი 2014 წლის წლიური ფინანსური ანგარიშგებები წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს მომდევნო წლის არაუგვიანეს 1 აპრილისა, ხოლო ამავე ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა - ზემდგომ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები