„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის N1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020100.22.033.016705
420
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
190020100.22.033.016705
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის N1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №420

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მოსამსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის N1266 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მომსახურეთათვის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის N1266 ბრძანებაში (სსმ, 28.12.2005, III  ნაწილი,  №151,  მუხლი  1676) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების  ანგარიშების გახსნის შესახებ“.

2. პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელებით ნაღდი ანგარიშსწორების და ხაზინის ერთიან ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციებისთვის, საბანკო დაწესებულებებში გახსნან კორპორაციული მიმდინარე ანგარიში  კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3.  მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22  პუნქტები:

„21. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ფარგლებში,  საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ კორპორაციულ  მიმდინარე ანგარიშიდან შესაძლებელია ინტერნეტით განსახორციელებელი შესყიდვის პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება.

22.  საქართველოს ფინანსთა  სამინისტროს თანხმობით, საბიუჯეტო ორგანიზაციას  შესაძლებელია, გაეხსნას კორპორაციული მიმდინარე ანგარიში მივლინებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, სადაც ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან თანხა წინასწარ მიიმართება ორგანიზაციის მიერ დადგენილი  ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური