დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.176.016059 |
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 163 1 –ე მუხლის პირველი ნაწილის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ |
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებით ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 11. მერიის სამსახურები 1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. მერიის სამსახურებია: 1. ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) მოქალაქეთა მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას; ბ) ტურიზმის, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებას. 2. ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) ქონების მართვის, ეკონომიკიური განვითარების, დაგეგვმისა და სტატისტიკის განყოფილებას; ბ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილებას. 3. საფინანსო - საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) სამეურნეო, საბიუჯეტო - საგეგმო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას; ბ) ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა განყოფილებას; გ) შესყიდვების განყოფილებას. 4. კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რომელიც მოიცავს: ა) კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილებას; ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განყოფილებას. 5. იურიდიული სამსახური; 6. შიდა აუდიტის სამსახური; 7. ზედამხედველობის სამსახური; 8. სამხედრო არღიცხვისა და გაწვევის სამსახური; 9. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელსაც მერის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო. 10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნეს განყოფილებები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 10 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები