„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016067
67
29/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
190040000.35.173.016067
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №67

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. ახალციხე

,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის #56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი,  უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის #56 დადგენილებაში (ვებგვერდი 15/12/2014 სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016056) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართის  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,მუხლი 4. საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრულ ოდენობად განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარი.’’

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე