დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.126.016132 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2014 - 30/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა)" ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დანართის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7862.0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 750.0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6686.2 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 425.8 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7862.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1146.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურიაქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 59.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 84.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3.0 ათასი ლარი;
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00)
ბოლო დროს გახშირებული სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზება. ხოლო, შემდგომ მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის ავტომანქანებისათვის სათადარიგო ნაწილებისა და აუცილებელი სამაშველო იარაღების შეძენა. საწვავითა და რემონტით უზრუნველყოფა, აგრეთვე კომუნალური პირობების გაუმჯობესება. ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზება. ხოლო შემდგომ მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) გზების მშენებლობის რეაბილიტაცია და მოვლა შენახვის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაუმჯობესება. მუნიციპალიტეტში არსებული ასფალტოვანი დაზიანებული გზების შეკეთება და ხრეშოვანი გზების რეაბილიტაცია. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობამათ შორის: სახურავების რეაბილიტაცია, წყალ-კანალიზაციის მოწესრიგება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. ბ.ა) საბინაო კომუნალური მეურნეობის განვითარება (პროგრამულიკოდი 03 02 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენსმუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი ობიექტების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და შენობების სახურავების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2014 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ საგარანტიო თანხების დაფინანსება. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ადმინისტრაციული სხვადასხვა დანიშნულების შენობების სხვადასხვა სახის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული შემდგომი დაზიანებები და დამატებითი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. ბ.ბ) წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია(პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული სამელი წყლის მილების შეცვლა, მოსახლეობის წყალმომარაგებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული სისტემის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ბ.გ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დღე-ღამის ნებისმიერ დროს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და სოფლის ცენტრებში ახალი წერტილების მოწყობა. გ) თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქის ქუჩების, მოედნების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ცენტრალური საავტომობილო გზის, ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თვითდინებითი წყალსადენების წყლის სათავე ნაგებობებისა და წყლის სისტემების მოვლა შენახვა და რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე და დეკორატიული განათების მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია, სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ქალაქგამწვანებისა და ქალაქგაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა. შენობა ნაგებობების, მიმდებარე ტერიტორიების, კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების გაზონების მოწყობა, მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოების წარმოება და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების, ქუჩებისა და ტროტუარების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. აღნიშნული პროგრამა ფინანსდება სუბსიდირების მუხლით.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება სუბსიდირების მუხლით, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა. ასევე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მიმდინარე გაზიფიკაციის პროცესის პარალელურად ყველა საბავშვო ბაღის ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის დამონტაჟება და მოხმარებული ბუნებრივი აირის ხარჯების უზრუნველყოფა. ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების ორგანიზება და მართვა. ა.ა) სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრი (პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი განათლება. ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საბავშვო ბაგა–ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ა.ბ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები (პროგრამული კოდი 04 01 01) ა(ა)იპ ,,თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრი ,, მოიცავს ცენტრის 24 საბავშვო ბაგა–ბაღს სადაც ფუნქციონირებს 43 საამღზრდელო ჯგუფი. საბავშვო ბაგა–ბაღში დაწყებით განათლებას იღებს 1250 აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვებას, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს სუბსიდიის მუხლით. ასევე განხორციელდება არსებული ბაღების შენობების რეაბილიტაცია. საბავშვო ბაგა–ბაღების დაფინანსება ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინტელექტუალურ–ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას. ბ) მოსწავლე ახალგაზრდობის სოციალური დაცვის, მოქალაქეობრივი და ესტეტიკური აღზრდის მუნიციპალური ცენტრი (პროგრამულიკოდი 04 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სოციალური დაცვის, მოქალაქეობრივი და ესტეტიკური აღზრდის მუნიციპალური ცენტრი, რომელიც ფინანსდება სუბსიდიის მუხლით. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის განათლებას. გ) სკოლისგარეშე საგანმანათლებლო მუნიციპალური ცენტრი (პროგრამულიკოდი 04 04) პროგრამის ფარგლებში ცენტრი ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ფილიალების საქმიანობას. მათი მიზნებისა და ამოცანების, ახალი სასწავლო მეთოდების დანერგვა განხორციელებას. ამ პროგრამით განხორციელდება სახელოვნებო სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ შესაბამისი პირობების შექმნა. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სამუსიკო და სამხატვრო განათლებას.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ა.ა) სპორტულ გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 01) ა(ა)იპ სპორტულ გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი აქტიურად ანხორციელებს სპორტის სახეობათა მიხედვით სპორტული გუნდების, გჯუფების და სექციების მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში და შეჯიბრებებში, თანამშრომლობს სახელმწიფო და არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებთან, მათთან ერთად ატარებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს (კალათბურთი,ფრენბურთი, მინი–ფეხბურთი, ჭიდაობა, მხიარული სტარტები და სხვა) ცენტრი ეფექტურად იყენებს სპორტულ ნაგებობას, უვლის და პატრონობს, როგორც მას ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შადრევანს და გამწვანებულ ზოლს. დაფინანსება ხორციელდება სუბსიდიის მუხლით. ა.ბ) თერჯოლის სპორტული სკოლა(პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის (ა(ა)იპ თერჯოლის სპორტული სკოლა) ფარგლებში ფინანსდება სპორტული სკოლა,რომელიც ემსახურება მომავალითაობების ჩამოყალიბებას პროფესიონალ სპორცმენებად. სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის 3 გუნდი მათ შორის ერთი პირველ ლიგაში და ერთი მეორე ლიგაში, ჭიდაობის 6 ჯგუფი, ჭადრაკის 2 და ტანვარჯიშის ერთი ჯგუფი. სკოლაში მთლიანდ წვრთნებს გადის 300 მოზარდი. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ყველა ხარჯს სუბსიდიის მუხლით. ა.გ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ადგილობრივი სპორტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა)სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ,,ვაჟა კუბლაშვილის სახელობის თერჯოლის სამუსიკო საგანმანათლებლო სკოლა,,სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს 130 ბავშვი, სწავლის გადასახადი ერთ ბავშვზე შეადგენს 5 ლარს თვეში. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ,,თერჯოლის სამხატვრო საგანმანათლებლო სკოლა,, სადაც სამხატვრო განათლებას იღებს 50 ბავშვი. ბ.ბ)კულტურული განვითარების მუნიციპალური ცენტრი(პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა სუბსიდიის მუხლით, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროგება, დაცვა, პოპულარიზაცია ადგილობრივი და უცხოელი მკითხველის მომსახურეობა. შემოქმედებითი კლუბების, სამოყვარულო თეატრების, ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა და განვითარება. სამუზეუმო საქმიანობა და მუზეუმების ფონდების ბაზაზე სამეცნიერო საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება. ბ.გ) ბიბლიოთეკები (პროგრამული კოდი 05 02 03 ) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდებაბიბლიოთეკის ხარჯები სუბსიდირების მუხლით. საჯარო ბიბლიოთეკა კოორდინაციას უწევს საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და ბიბლოგრაფიულ მომსახურეობას, ბიბლიოთეკის მომხმარებელთა მოთხოვნების, ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნების შესწავლასა და ანალიზს, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნასა და ინტერესების სრულად და ოპერატიულად დაკმაყოფილებას. საბიბლიოთეკო ფონდი შეადგენს 41451 წიგნს. ბ.დ)კულტურის სახლები ( პროგრამული კოდი 05 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის სახლი, რომელიცუზრუნველყოფს ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულ ანსამბლებს,სამოყვარულოთეატრის კულტურულ–შემოქმედებით საქმიანობას, ხელშეწყობასა და განვითარებას. ბ.ე) მუზეუმები ( პროგრამული კოდი 05 02 05 ) ამ ქვეპროგრამაში გაერთიანებულია დავით კლდიაშვილის, შალვა და პეტრე ამირანაშვილების და ჩხარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები. მუზეუმები ანხორციელებენ სამეცნიერო კვლევით, კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებს, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, შეგროვებას შესწავლას, ექსპონირებას და პოპულარიზაციას, მუზეუმების ფონდების აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დაცვას. გ) საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 03 ) ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი გაზეთ ,,თერჯოლა“–ში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისმიერ მიღებული სამართლებრივი აქტებისა და ინფორმაციების გამოქვეყნების, შეძენის დაფინანსება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში გავრცელება. დ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისათვის საახალწლო კონცერტებზე ტრანსპორტირებისა და საჩუქრების ხარჯები. ე) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თერჯოლა–ტყიბულის ეპარქიისა და მარლთმადიდებლური ფონდი გოგნის კარუგდებლის დაფინანსება, სოფელ გოგნში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების მოვლა შენახვის მიზნით.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა)ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა.ა)საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას სუბსიდირების მუხლით, კერძოდ:
ა.ბ)სოფლის ამბულატორიები (პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამა ითვალისწინებს ზედა საზანოს, ჩხარის და ალისუბნის ამბულატორიული მომსახურეობის დაფინანსებას. ბ) სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) ერთჯერადი ფინანსური დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 01) ამ პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება (200.0 ათასი ლარი), ოპერაციების თანადაფინანსება (150.0 ათასი ლარი). უსინათლოთა ფინანსური დახმარება (25.0 ათასი ლარი). ეპილეფსიით და ლეეკემიით დაავადებულთა დახმარება (20.0 ათასი ლარი). აგრეთვე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება (20.0 ათასი ლარი) და უნარშეზღუდული ბავშვების დღის ცენტრის დაფინანსება (5.0 ათასი ლარი). ბ.ბ)ინვალიდთა ასოციაცია (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით ფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისათვის სხვადასხა ღონისძიებები. ბ.გ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტი ანხორციელებს ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამას, რითაც გათვალისწინებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლებისათვის დახმარება. კრძოძოდ; ა) პირველ ან მეორე ახალშობილზე 200 ლარი; ბ) მესამე ახალშობილზე 250 ლარი; გ) მეოთხე, მეხუთე და ა.შ. ახალშობილზე 300 ლარი. ბ.დ) უსახლკაროდ დარჩენილთა პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური და სხვა მოვლენების შედეგად სახლდაზიანებულთა ფინანსურ დახმარებას. ბ.ე) სოციალურად გაჭირვებულთა მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ამ პროგრამით ხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საჭირო მედიკამენტებითა (60.0 ათასი ლარი) და საკვები პრუდუქტებით (50.0 ათასი ლარი) უზრუნველყოფა. აგრეთვე ქალაქ თერჯოლაში სოციალურად დაუცველ მოსახლეობის ის ნაწილი რომლებიც სარგებლობდა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფილი იქნებიან პროდუქტებით ან შესაბამისი თანხებით ( 10.0 ათასი ლარი) ბ.ვ) სარიტუალო მოსახურეობა (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ გარდაცვლილ ომის ვეტერანზე 250 ლარის ოდენობით. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები