დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.132.016246 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილებაში (სსმ, 02.03.2012 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 (ქუჩების ნუმერაციის წესი) ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
ქუჩების ნუმერაციის წესი |
| მუხლი 1 |
1. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობითი განცხადებით შეიძლება მიმართოს უძრავი ქონების მესაკუთრე დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის აზრით, თუ რომელი ქუჩის რომელ ნომერს (ნომრის არარსებობისას რომელ ობიექტს) რა ნომერი უნდა მიენიჭოს. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ს.ს.ი.პ. _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს ძალაში არსებული) ქუჩის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი; ბ) ს.ს.ი.პ. _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ქუჩის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება; გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 4. ქუჩის ნუმერაციის საფუძველი შეიძლება იყოს ქუჩის არსებული ნომრის შეცვლა, ქუჩაზე წარმოქმნილი ახალი უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ან ქუჩაზე არსებული უნომრო უძრავი ობიექტისათვის (ასეთის არსებობისას) ნომრის მინიჭება. |
| მუხლი 2 |
1. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირს წერილობითი განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეაქვს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში.
2. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებას თანდართულ საბუთებთან ერთად განიხილავს და მასზე გადაწყვეტილებას ღებულობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ქუჩების ნუმერაციის საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია (შემდგომში _ მერიის კომისია), რომლის შემადგენლობას ბრძანებით განსაზღვრავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. 3. კომისიის შემადგენლობა კომისიის თავმჯდომარის ჩათვლით განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით. კომისია უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს და განიხილოს საკითხი, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს სხდომაზე დამსწრე წევრების უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. თითოეულ კომისიის წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმა. სხდომაზე კენჭისყრისას ხმათა თანაბარი რაოდენობით განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ ხმის უფლების კომისიის სხვა წევრისათვის ან/და სხვა პირისათვის გადაცემა. 4. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით წარდგენილი განცხადების მერიის კომისიაზე განსახილველად წარდგენის წესებს ბრძანებით განსაზღვრავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. |
| მუხლი 3 |
1. თუ კომისიისათვის გადაცემული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სწორი და სრულყოფილია მერიის კომისია ვალდებულია განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მასზე გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს საკითხი და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების (არსებულის შეცვლა ან ახლის მინიჭება) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს დაინტერესებული პირი (განმცხადებელი).
2. კომისია ვალდებულია სხვა საკითხებთან ერთად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული შესაბამისი საინფორმაციო ცნობა) და კომისიის მიერ მოძიებული, შესაბამისი დოკუმენტური მასალების მიხედვით შეისწავლოს საკითხი იმის შესახებ, თუ ქუჩის ის ნომერი, რომლის მინიჭებასაც ითხოვს განმცხადებელი ხომ არა აქვს უკვე მინიჭებული ამ ქუჩაზე მდებარე სხვა უძრავ ობიექტს. 3. კომისიის გადაწყვეტილება (დადებითი, უარყოფითი) უნდა იყოს დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში ცალკე აბზაცის სახით უნდა გამოიყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის კომისიის მიერ შესწავლის შედეგი. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ყველა ის წევრი, რომელმაც კომისიის ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. |
| მუხლი 4 |
1. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კვირის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირს, ხოლო კომისიის დადებითი გადაწყვეტილება 1 კვირის ვადაში ეგზავნება დაინტერესებულ პირსა და ქუჩის ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. ამ მუხლის 1-ლი გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი) დაინტერესებულ პირს ან/და ქუჩის ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ეგზავნება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის (მერის მოადგილის) ან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსის წერილით. 3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის (მერის მოადგილის) ან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსის წერილობითი მიმართვა და კომისიის დადებითი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი წარმოადგენს ქუჩის ნუმერაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივ საფუძველს სესაბამისი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებისა და მის საფუძველზე შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებისათვის. |
| მუხლი 5 |
1. ქუჩის ნუმერაციის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მიეთითოს მოცემულ ქუჩაზე მდებარე იმ უძრავი ობიექტის მესაკუთრის ვინაობა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობისა (პასპორტისა) და პირადი ნომერი), რომელსაც შეეცვალა ან ახლად მიენიჭა შესაბამისი ნომერი. კომისიის გადაწყვეტილებაში იდენტიფიკაციის მიზნით შეიძლება მითითებულ იქნეს ასევე სხვა საშუალებები და მონაცემები.
2. განმცხადებელი ვალდებულია ქუჩის ნუმერაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან (გადაცემიდან) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში და ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებისათვის შესაბამისი ნომრის აღმნიშვნელი ნიშნის (მაჩვენებლის) განთავსება, სათანადო დოკუმენტაციის კომისიის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. |
| მუხლი 6 |
1. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს ისე, რომ მან არ გამოიწვიოს ერთი ქუჩის სხვადასხვა ნომრებს შორის აღრევა, გაუგებრობა ან/და მესამე პირების შეცდომაში შეყვანა.
2. ქუჩის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასასრულამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლოესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ: 65-ა, 65-ბ და ა.შ.) 3. ქუჩის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი. 4. ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში ქუჩის მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელად. |
| მუხლი 7 |
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუქტით გათვალისწინებული საკითხი კომისიის წინაშე შეიძლება დასვას საკრებულოს წევრმა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, მოცემულ ქუჩაზე მცხოვრებთა (ამ ქუჩაზე მდებარე უძრავი ობიექტების მესაკუთრეთა) არანაკლებ ერთმა მესამედმა. |
| მუხლი 8 |
1. კომისიის მიერ ქუჩების ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ხოლო ქუჩებისა და მოედნების სახელდების საკითხი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განიხილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ადმინისტრაციული წარმოებით კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები