დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016128 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის #47 დადგენილებაში (სსმ/ვებგვერდი, 22/12/2014 წ, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.130.016124) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი #1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 1 რიცხვიდან მიმდინარე თვის 1 რიცხვამდე, არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი #2-ის პირველი სტრიქონის მე-3 სვეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, დარიცხული ხელფასი (ლარი).“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები