„2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 739
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.018359
739
29/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
470020000.10.003.018359
„2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №739

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის №650 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2014, 470020000.10.003.018270) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2014 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან  ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.“.

2. დანართი №8-ის (აივ-ინფექცია/შიდსი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 110,1 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ღონისძიება

ბიუჯეტი   (ათასი ლარი)

1

აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

329,6

1.1

მ.შ. აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების შესყიდვა

70,0

2

ამბულატორიული მომსახურება

2 339,5

3

სტაციონარული მომსახურება

1 441,0

სულ:

4 110,1.“.

3. დანართი №9-ის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა)  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 256,7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

მომსახურების მოცულობა

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა

2 640,0

2

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა

1 997,6

3

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

372,2

4

ორსულებში B ჰეპატიტის, აივ-ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა

301,8

5

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე

784,7

6

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

50,0

7

ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

110,4

7.1

ფოლის მჟავისა და რკინის პრეპარატების შესყიდვა

28,0

7.2

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით) 

18,0

7.3

კომპონენტის ადმინისტრირება და საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა 

64,4

სულ:

6 256,7.“.

  4. დანართი №9-ის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა)  დანართი 9.1 -ის (პროგრამის მოსარგებლეები) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის  „ბ.ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) გულსისხლძარღვთა სისტემა:

ა.ა)  გულსისხლძარღვთა უკმარისობა   II – III – IV ხარისხი (NYHA);

ა.ბ) მიტრალურ აორტული სტენოზი;

ა.გ)  სარქვლის პროტეზირება;

ა.დ)  გულის რითმის მოშლა ჰემოდინამიკური დარღვევებით;

ა.ე)  მსხვილი სისხლძარღვების ანევრიზამა;

ა.ვ)  გულის იშემიური დაავადება;

ა.ზ)  პულმონალური ჰიპერტენზია   II-III ხარისხი (WHO);

ა.თ) კარდიომიოპათია;

ა.ი) არტერიული ჰიპერტენზია II - III ხარისხი (WHO).

ბ) აუტოიმუნური და სისტემური დაავადებები:

ბ.ა) შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები/წითელი მგლურა, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ვასკულიტი, რეინოს დაავადება, თრომბოციტოპენიური პურპურა;

ბ.ბ) თანდაყოლილი თრომბოფილია:

ბ.ბ.ა) მე-5 ფაქტორის, პროთრომბინის გენის დეფიციტი;

ბ.ბ.ბ) MTHFR-ის დეფიციტი, ჰომოცისტეინურია;

ბ.ბ.გ) ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;

გ) ენდოკრინული სისტემა:

გ.ა)  შაქრიანი დიაბეტი   I-II ტიპის, დეკომპენსირებული;

გ.ბ)  თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობა;

გ.გ)   ჰიპერალდოსტერონემია;

გ.დ)  ფეოქრომოციტომა;

გ.ე)  თირეოტოქსიკოზი;

გ.ვ)  ჰიპოფიზის ადენომა;       

დ) გასტროენტეროლოგია:

დ.ა)  მწვავე ჰეპატიტი;

დ.ბ)  ღვიძლის ყვითელი მწვავე დისტროფია;

დ.გ)  დაავადებები პორტალური ჰიპერტენზიით;

დ.დ) სპლენომეგალია, ჰიპერსპლენიზმის სიმპტომებით;

დ.ე)  ორსულთა ქოლესტაზი;

დ.ვ)  ეზოფაგეალური ვარიკოზი;

დ.ზ) მწვავე პანკრეატიტი;

ე) ჰემატოლოგიური დაავადებები:

ე.ა)  ჰემოლიზური ანემია;

ე.ბ)   ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია;

 ე.გ)  თრომბოემბოლიზმი;

ე.დ)  მძიმე ფორმის ანემია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;

ვ) ინფექციური დაავადებები:

ვ.ა)  აქტიური ტუბერკულოზი;

ვ.ბ)  მწვავე ტოქსოპლაზმოზი;

ვ.გ)  მწვავე ციტომეგალოვირუსი;

ვ.დ)  ლეპტოსპიროზი;

ვ.ე)  ლეიშმანიოზი;

ზ)  ნევროლოგიური დაავადებები:

ზ.ა) ეპილეფსია რთულადკონტროლირებადი, მრავლობით მედიკამენტზე მყოფი;

ზ.ბ)  მიოტონური ან კუნთოვანი დისტროფია;

ზ.გ) მწვავე მიელიტი;

თ) თირკმლის  და საშარდე სისტემის დაავადებები:

თ.ა)   გლომერულონეფრიტი;

თ.ბ)   ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა;

თ.გ)   ვაზორენალური ჰიპერტენზია;

თ.დ)   თირკმლის უკმარისობა;

თ.ე)  ერთი მოფუნქციონირე თირკმელი.

ი) რესპირატორული სისტემა:

ი.ა)   მუკოვისციდოზი;

კ) ავთვისებიანი სიმსივნეები;

ლ) სამეანო მდგომარეობები:

ლ.ა) მძიმე ფორმის პრეეკლამპსია (≥160 მმ.ვწყ.სვდა/ან ≥ცილა 3 გ/ლ);

ლ.ბ) ეკლამპსია და მისი შემდგომი მდგომარეობები (ეკლამპსიური კომის გარდა);

ლ.გ) მშობიარობა ორსულობის 22+0-დან 35+0 კვირამდე;

ლ.დ) ნაადრევი სამშობიარო მოქმედების დაწყება მშობიარობის გარეშე ორსულობის 22+0-დან 35+0 კვირამდე;

ლ.ე) 2 და მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა ანამნეზში;

ლ.ვ) ვაგინალური მშობიარობა საკეისრო კვეთის შემდეგ ან ნაწიბურით საშვილოსნოზე;

ლ.ზ) 2-ზე მეტი ნაყოფით ორსულობა;

ლ.თ)  მელოგინეთა სეფსისი;

ლ.ი)  სამეანო სისხლდენა;

ლ.კ) პათოლოგიური სიმსუქნე BMI მეტი 40-ზე;

ლ.ლ)  სამეანო ემბოლია;

მ)  ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობები - მკვდარი ნაყოფი, ნაყოფის განვითარების მანკები, ნაყოფის გულის მანკები, ნერვული მილის განვითარების დეფექტები (ვენტრიკულომეგალია – 15 მმ-ზე მეტი, SPINA BIFIDA, ანენცეფალია, ჰიდრანენცეფალია, პროზენცეფალია), ბილატერალური ჰიდრონეფროზი (20 მმ-ზე მეტი), ომფალოცელე, გასტროშიზისი, ჰიდროთორაქსი შუასაყარის ცდომით, დიაფრაგმის თიაქარი, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეყოვნება (ჩამოთვლილთაგან 2 ან მეტი ნიშნის არსებობის შემთხვევაში: სავარაუდო ნაყოფის წონა <10 პერსენტილზე, მუცლის გარშემოწერილობა <5 პერსენტილზე, მუცლის გარშემოწერილობისა და თავის გარშემოწერილობის თანაფარდობის შეუსაბამობა, სანაყოფე სითხის შემცირება, ჭიპლარის არტერიაში ნულოვანი ან რევერსიული მაჩვენებლები) იზოსეროლოგიური შეუთავსებლობის ფონზე ნაყოფის დაზიანება (შეშუპება, ჰეპატოსპლენომეგალია, ასციტი), ნაყოფის სისხლის მომქცევის კრიტიკული დარღვევა (ჭიპლარის არტერიის სისხლის მიმოქცევის დოპლეროგრაფიული შეფასებით - ნულოვანი ან რევერსული დიასტოლური ნაკადი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა).“.

5. დანართი №11-ის (ფსიქიკური ჯანმრთელობა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15 137,1 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტი

ღონისძიება

ბიუჯეტი
(ათასი ლარი)

1. ამბულატორიული მომსახურება

ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება

2 865,3

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

65,7

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

151,0

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია

662,3

 

2. სტაციონარული მომსახურება

ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული მომსახურება

10 420,3

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

526,6

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

445,9

 

 

სულ:

15 137,1.“.

6. დანართი №12-ის (დიაბეტის მართვა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 752,6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

1

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

616,0

2

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

769,0

3

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა

4 367,6

3.1

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

3 922,6

3.1.1

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა

3 565,2

3.1.2

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

357,4

3.2

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

241,0

3.3

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

204,0

 

სულ:

5 752,6.“.

7. დანართი 14-ის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25 281,3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

 ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

10 848,5

 

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

160,0

 

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

12 968,3

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

560,0

 

5

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

708,5

 

6

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

36,0

 

სულ:

25 281,3.“.

8. დანართი №15-ის (ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა) მე-8 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 413,0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

  ბიუჯეტი  (ათასი ლარი)

1

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა

279,4

2

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა

329,2

3

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

804,4

3.1

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

520,4

3.2

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

284,0

სულ:

1 413,0.“.

9. დანართი №17-ის (სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი  

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 30 048,8 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

   ბიუჯეტი (ათასი ლარი)

1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება. მ.შ.:

21 897,2

1.1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (მ.შ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება)

4 869,7

1.1.1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (მ.შ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება) – 2014 წლის 31 ივლისის ჩათვლით

4 567,78

1.1.2

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება – 2014 წლის 1 აგვისტოდან

301,92

1.2

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების რეფორმირების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები – 2014 წლის 31 ივლისის ჩათვლით

8 541,5

1.3

სამედიცინო ტრანსპორტირება:

8 482,0

1.3.1

რეფერალური დახმარება

7 637,8

1.3.2

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

444,2

1.3.3

საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა

400,0

1.4

„პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №728 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა

4,0

2

სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება (2014 წლის 1 სექტემბრიდან)

8 151,6

სულ:

30 048,8.“.

10. დანართი №18-ის (სოფლის ექიმი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი  

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  20 619,5 ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

1

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად (მათ შორის – ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების, ექიმის ჩანთის და სამედიცინო დოკუმენტაციის ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა)

16 070,7

2

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება

3 548,2

3

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

122,3

4

სპეცდაფინანსებაზე მყოფი რიგი სამედიცინო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა

878,3

სულ:

20 619,5.“.

 

11. დანართი #18-ის (სოფლის ექიმი) დანართი 18.4  (სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 18.4

სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარებით)

1

ზემო აფხაზეთის საავადმყოფო

17,674.0

2

გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო

6,358.0

3

საბერიოს საექიმო ამბულატორია

12,047.0

4

ოტობაიას საექიმო ამბულატორია

4,332.0

5

ნაბაკევის  საექიმო ამბულატორია

2,599.0

6

მზიურის საექიმო ამბულატორია

2,599.0

7

ოქუმის საექიმო ამბულატორია

4,332.0

8

ზემო ბარღების საექიმო ამბულატორია

2,599.0

9

ქვემო ბარღების ამბულატორია

867.0

10

რეფის საექიმო ამბულატორია

760.0

11

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა“

15,518.0

12

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია“

5,000.0

13

შპს „ქ. ჯვარის პოლიკლინიკა“

5,272.0

14

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (წალკის მუნიციპალიტეტი)

6,014.0

15

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

21,490.0

16

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

25,245.0

17

შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ (დაბა ბაკურიანი)

3,500.0

18

შპს „მარნეულის რაიონის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (წერაქვის ამბულატორია)

1,170.0

19

შპს „შატილის საექიმო ამბულატორია“

2,000.0

20

შპს „ბარისახოს ამბულატორია“

1,170.0

21

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) (2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით)

16,200.0

22

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ონის მუნიციპალიტეტი) (2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით)

11,000.0

23

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (ცაგერის მუნიციპალიტეტი) (2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით)

16,500.0

24

შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ (მესტიის მუნიციპალიტეტი) (2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით)

9,632.0

25

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) (2014 წლის 18 დეკემბრიდან)

16,200.0

26

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ონის მუნიციპალიტეტი) (2014 წლის 18 დეკემბრიდან)

11,000.0

27

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ცაგერის მუნიციპალიტეტი) (2014 წლის 18 დეკემბრიდან)

16,500.0

28

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (მესტიის მუნიციპალიტეტი) (2014 წლის 18 დეკემბრიდან)

9,632.0

29

შპს „ერედვის ამბულატორია“

8,470.0

30

შპს „ქარელის რაიონის სოფელ ავნევის ამბულატორია“

3,582.0

31

შპს „ქსუისის ამბულატორია“

8,160.0

32

შპს „ქურთის საავადმყოფო“

35,976.0

33

შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა“

3,460.0

34

შპს „ახალგორის რაიონული საავადმყოფო“

5,000.0

35

შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორია“

1,271.0

36

შპს „ნიქოზის ამბულატორია“

5,688.0

37

შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია“

1,733.0

38

შპს „ტყვიავის საავადმყოფო“

3,400.0

39

შპს „ჭუბერი-უშგულის სპეციალიზებული ამბულატორიული მომსახურება“ 

14,504.0

40

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ (ლენტეხის მუნიციპალიტეტი)

12,500.0.“.

12. დანართი №20-ის (სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,000.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმების კომპონენტი – 820.0 ათასი ლარით;

ბ) სამხედრო ძალებში გასაწვევ პირთა დამატებითი  გამოკვლევების კომპონენტი –  180.0 ათასი ლარით.“.

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი