„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 5 თებერვლის N2-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 5 თებერვლის N2-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 05/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016165
2-262
30/12/2014
ვებგვერდი, 05/01/2015
010320040.22.032.016165
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 5 თებერვლის N2-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 5 თებერვლის N2-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-262

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 5 თებერვლის №2-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 5 თებერვლის №2-36 ბრძანებაში (www.Matsne.gov.ge 06/02/2014, 010320040.22.032.016135) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №4);“

 2. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №10);

ლ) რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №11).“

3. ბრძანებით დამტკიცებული „მელიორაცის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. ბრძანებით დამტკიცებული „საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის“ (დანართი №5) მე-5 და მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს.

5. ბრძანებით დამტკიცებული სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის და სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილ(ებ)ის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის (დანართი №6) მე-5 და მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს.

6. ბრძანებას დაემატოს დანართი №10 და დანართი №11 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 5 იანვრიდან.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია



„დანართი 4

 

მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება,  მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება მელიორაციის მიმართულებით;

გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი;

ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook, power point, excel).

მუხლი 2
მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი  განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება,  მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) მიწის ადმინისტრირების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

ე) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

ვ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი;

ზ) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

თ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft word, Microsoft Office, Outlook,  power point, excel) ARC GIS).

მუხლი 3
მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“     საქართველოს კანონი;

ვ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „ტექნიკური რეგლამენტის - „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის” და „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის” დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №415 დადგენილება;

ი) ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.“.


„დანართი №10

 

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება;

გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

დ) სამართლებრივი ანალიზის და წერის უნარი;

ე) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი;

ვ) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ზ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office, Outlook, Excel).

მუხლი 2
ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის  წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონი;

კ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის  28 დეკემბრის №485 დადგენილება.


დანართი №11
 

რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა


მუხლი 1
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი აგრარული განათლება, სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება,  მათ შორის  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

დ) ორგანიზებულობა და კომუნიკაციის უნარი;

ე) შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Office, Outlook,  power point, Excel).

მუხლი 2
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“  საქართველოს კანონი;

ვ) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.“.