საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 05/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016166
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-263
30/12/2014
ვებგვერდი, 05/01/2015
010320040.22.032.016166
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2015 - 06/03/2015)

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-263

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
 
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2015 წლის 5 იანვრიდან.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია

დანართი 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების  დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების მთავარი სპეციალისტის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება ( სასურველია აგრარულ დარგში);

ბ) არანაკლებ 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე - კომპიუტერული პროგრამები (Microsoft word, internet, e mail).

მუხლი 2
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (სასურველია აგრარულ დარგში);

ბ)  არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ)  უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ)  საოფისე -კომპიუტერული პროგრამები  (Microsoft word, Microsoft Excel, Internet).

მუხლი 3
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების  დასაკავებლად კანდიდატებისათვის   დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ნიადაგის დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012  წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილება.