დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.016300 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: ,,ბ) სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 6 თვე;‘‘; ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 6 თვე;‘‘.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 5 წელი, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.დ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; დ) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა; ე) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 4 წელი, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.დ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; დ) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა; ე) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
3. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); გ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.დ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; დ) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა; ე) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
4. ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 3 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); დ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); დ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; დ.დ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; ე) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა; ვ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა; ზ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; თ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
5. ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); გ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.დ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; დ) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა; ე) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
6. ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); გ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.დ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; დ) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა; ე) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
7. ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); ბ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); ბ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.დ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; გ) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა; დ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა; ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
8. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 3 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); დ.ბ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; დ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); დ.დ) ,,დიპლომატიული სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ.ე) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; დ.ვ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია; დ.ზ) 1949 წლის 4 აპრილის ჩრდილოტლანტიკური ხელშეკრულება; ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
9. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი. გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); გ.ბ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); გ.დ) ,,დიპლომატიული სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.ე) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; გ.ვ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია; გ.ზ) 1949 წლის 4 აპრილის ჩრდილოტლანტიკური ხელშეკრულება; დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
10. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); გ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.დ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; გ.ვ) 1949 წლის 4 აპრილის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება; დ) საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების ცოდნა; ე) ეროვნულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი) ცოდნა; ვ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
11. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); ბ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); ბ.გ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.დ) ,,დიპლომატიული სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.ე) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ.ვ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია; ბ.ზ) 1949 წლის 4 აპრილის ჩრდილოტლანტიკური ხელშეკრულება; გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
12. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია საერთაშორისო სამართალი ან სამართალმცოდნეობა); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება; ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი; ე.გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე.დ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე.ვ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; ე.ზ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ე.თ) ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია; ე.ი) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; ე.კ) ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება; ვ) ინგლისური ენის ცოდნა; ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
13. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია საერთაშორისო სამართალი ან სამართალმცოდნეობა); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება; დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.დ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ.ვ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.ზ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; დ.თ) ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია’’; დ.ი) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; დ.კ) ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება; ე) ინგლისური ენის ცოდნა; ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
14. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია საერთაშორისო სამართალი ან სამართალმცოდნეობა); ბ) სპეციალობით/კვალიფიკაციით სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 1 წელი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონი; გ.გ) ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონი; გ.დ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ.ვ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი; გ.ზ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; გ.თ) ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ ვენის 1969 წლის კონვენცია’’; გ.ი) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; გ.კ) ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება; დ) ინგლისური ენის ცოდნა; ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
15. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები ან სამართალმცოდნეობა); ბ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია; ბ.ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.ვ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.ზ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ბ.თ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; ბ.ი) ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება; გ) ინგლისური ენის ცოდნა; დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
16. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, პოლიტოლოგია, საერთაშორისო სამართალი, საჯარო მართვა) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 3 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); დ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); დ.გ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.დ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; დ.ვ) სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, მინისტრის ხედვა; ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია - 2003 წ; მოხსენება ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელების შესახებ - 2008 წ; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი) ზოგადი ცოდნა; დ.ზ) საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ცოდნა (საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე); ე) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
17. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, პოლიტოლოგია, საერთაშორისო სამართალი, საჯარო მართვა) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 2 წელი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); გ.გ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.დ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; გ.ვ) სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, მინისტრის ხედვა; ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია - 2003 წ; მოხსენება ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელების შესახებ - 2008 წ; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი) ზოგადი ცოდნა; გ.ზ) საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ცოდნა (საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე); დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
18. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, პოლიტოლოგია, საერთაშორისო სამართალი, საჯარო მართვა) სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ბ) შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 1 წელი; გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); გ.გ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.დ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; გ.ვ) სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, მინისტრის ხედვა; ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია - 2003 წ; მოხსენება ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელების შესახებ - 2008 წ.) ზოგადი ცოდნა; გ.ზ) საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ცოდნა (საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე); დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
19. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: ა) უმაღლესი განათლება (საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, პოლიტოლოგია, საერთაშორისო სამართალი, საჯარო მართვა); ბ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); ბ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); ბ.გ) ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; ბ.ვ) სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, მინისტრის ხედვა; ევროპის უსაფრთხოების სტრატეგია - 2003 წ; მოხსენება ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელების შესახებ - 2008 წ.) ზოგადი ცოდნა; ბ.ზ) საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ცოდნა; გ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.”;
3. მე-19 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,11. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება; ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის 4 წლის გამოცდილება, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე; გ) მუშაობის გამოცდილება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში (ინფორმაციის უსაფრთხოება, პერსონალის უსაფრთხოება, ფიზიკური უსაფრთხოება, საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოება და ა.შ.). კანონშემოქმედებითი საქმიანობის, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება; დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების ცოდნა, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების ცოდნა; ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ე.გ) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონი; ე.დ) ,,საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პასუხისმგებელი ორგანოებისა და მათი საქმიანობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №274 დადგენილება; ე.ე) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება; ე.ვ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება;‘‘; ე.ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; ე.თ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანება; ვ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია დამატებით ფრანგული ენის ცოდნა); ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.’’. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები