დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016901 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით (სსმ, 38, 21/03/2007; სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.010.127) დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:
1. მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 21 პუნქტი;
2. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. ინიციატივის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას და შესაბამისი სხდომის ოქმს უგზავნის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს, რომელმაც შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ.“;
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ წესის 41 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას, შესაბამისი სხდომის ოქმს და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს გადაწყვეტილებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიციატივის წარმდგენი თავად საკრებულოა), სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო). |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები