დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 729 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 300380010.10.003.018348 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში (სსმ, 30/12/2005 წ., №153) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) 2014 წლის 1 იანვრიდან - 2016 წლის 1 იანვრამდე: დ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48; დ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 200 მგ/კგ; დ.გ) სიმკვრივე 150C – არა უმეტეს 845 კგ/მ3; დ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%;“. 2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) 2016 წლის 1 იანვრიდან: ე.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 48; ე.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 150 მგ/კგ; ე.გ) სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3; ე.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები