„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016700
397
29/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
040110000.22.033.016700
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №397

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის №771 ბრძანებით (სსმ III, 11.10.2010 წ., №130, მუხლი 1897) დამტკიცებული „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების“ (დანართი №1):

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 ,,5. თუ აუქციონში გამარჯვებული სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების სარეალიზაციო საფასურს ან არ უზრუნველყოფს ქონების გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში,  აუქციონი გამოცხადდება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გამოცხადებული იყო  წინა აუქციონი.“.

2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი:

,,181. თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების სარეალიზაციო საფასურს ან არ უზრუნველყოფს ქონების გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში, აუქციონი გამოცხადდება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გამოცხადებული იყო  წინა აუქციონი.“.

3. 133 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა კანონმდებლობით დადგენილ ან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ქონების სარეალიზაციო საფასური;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

გ) აუქციონში გამარჯვებულმა კანონმდებლობით დადგენილ ან/და სააგენტოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ უზრუნველყო ქონების გატანა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური