დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3015-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.017590 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 811 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. 153-ე მუხლის 41 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 3. 269-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი: „10. ამ კოდექსის 2884 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს, რომელმაც ისარგებლა დაუბეგრავი მინიმუმის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისა და შესაბამისი გადასახადის თანხის დაბრუნების/ჩათვლის უფლებით, ამ კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.“. 4. 2884 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2884. საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა, დაგვიანებით წარდგენა ან/და არასწორად წარდგენა 1. დაქირავებულის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნება ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლა, რაც გამოწვეულია საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობით, დაგვიანებით წარდგენით ან/და არასწორად წარდგენით, – იწვევს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების მქონე პირის დაჯარიმებას ზედმეტად დაბრუნებული ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილი თანხის ორმაგი ოდენობით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ გამოიყენება, თუ საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია წარდგენილ იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე.“. 5. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 76-ე–78-ე ნაწილები: „76. ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 ან 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება ამ კოდექსის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული შემოსავალი. 77. დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. ფიზიკური პირის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 78. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 78-ე ნაწილის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 26 დეკემბერი 2014 წ. N3015-რს |
დოკუმენტის კომენტარები