დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის №203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 720 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.10.003.018339 |
|
,,პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის №203 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის №203 დადგენილებაში (სსმ, 06.11.2009 წ., მუხლი 1566) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. პროფესიული განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს თანდართული დებულება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულება“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული სათათბირო ორგანო, რომლის მიზანს წარმოადგენს პროფესიული განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერა.“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საბჭოს მხარეები, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით, არიან საქართველოს მთავრობა, დამსაქმებელთა ასოციაციები/გაერთიანებები, დასაქმებულთა პროფესიული კავშირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.“; გ.ბ) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საბჭოს საქმიანობაში, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მოწვეული სტუმრის სტატუსით. 5. საბჭოს სხდომებში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოთ ევროკომისიის წარმომადგენლობას საქართველოში და მის ექსპერტებს მოწვეული სტუმრის სტატუსით. 6. საბჭოს წევრის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ: ა) საკუთარი ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შესაბამისი ფიზიკური პირის ან იმ დაწესებულების/იურიდიული პირის ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც არის საბჭოს წევრი; ბ) საბჭოს წევრის მიერ დაკავებული იმ თანამდებობის/პოზიციის დატოვების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც იგი წარდგენილია საბჭოს წევრად. ამ შემთხვევაში, დაწესებულება/იურიდიული პირი, რომელსაც წარმოადგენს საბჭოს წევრი, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საბჭოს სამდივნოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს მას საბჭოს წევრის სხვა კანდიდატურა ან აცნობოს უარი საბჭოში წევრის სხვა კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით; გ) საბჭოს წევრის არაეთიკური ქცევის ან საბჭოს წევრის მიერ საბჭოს რეგლამენტის უხეში ან/და ხშირი დარღვევის შემთხვევაში; დ) წლის განმავლობაში ორგანიზებულ საბჭოს სხდომათა რაოდენობის ნახევარზე მეტზე საბჭოს წევრის დაუსწრებლობის შემთხვევაში.“; დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. საბჭოს მიზანი საბჭოს მიზანია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების სფეროში პოლიტიკის ფორმირების პროცესში საბჭოს მხარეების ჩართულობის, მათ მიერ პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების საქართველოს მთავრობისთვის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის მომზადების გზით.“; ე) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი: ,,ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საბჭოს რეგლამენტს.“; ვ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: ,,მუხლი 41. საბჭოს მხარეთა ვალდებულებები 1. საქართველოს მთავრობა ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საბჭოს მხარეების ჩართულობა სხვადასხვა სტრატეგიული საკითხების განხილვის პროცესში; ბ) უზრუნველყოს საბჭოს მხარეების დროული ინფორმირება, საბჭოს სხდომის ორგანიზება, საბჭოს სხდომის დღის წესრიგისა და ოქმების გაზიარება; გ) უზრუნველყოს სოციალური პარტნიორობის პრინციპის წახალისება პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა დონეზე; დ) უზრუნველყოს პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული საჯარო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია პროფესიული განათლების კუთხით; ე) უზრუნველყოს საბჭოს სამდივნოს დაკომპლექტება ადამიანური რესურსით და მისი ფუნქციონირება, რაც გამოიხატება საბჭოს სამდივნოს მიერ ინფორმაციის დროულ მოძიებაში, დამუშავებასა და გაზიარებაში, საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვაში, საბჭოს სხდომების ოქმების შედგენასა და საბჭოს წევრ მხარეებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაში; ვ) საბჭოს სამდივნოს მეშვეობით უზრუნველყოს სხვადასხვა კვლევებისთვის კითხვარების დაგეგმვა/მომზადება და სოციალური პარტნიორებისთვის მიწოდება მათი შევსების მიზნით; ზ) საბჭოს სამდივნოს მეშვეობით უზრუნველყოს სოციალური პარტნიორების მიერ ინიცირებული/დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების კოორდინაცია და ამასთან დაკავშირებით საბჭოს წევრ მხარეთა ინფორმირება, ასევე, მათი ადმინისტრაციული მხარდაჭერა. 2. დამსაქმებელთა ასოციაცია/გაერთიანება ვალდებულია: ა) წარმართოს კომუნიკაცია საკუთარი ორგანიზაციის წევრებთან, მიაწოდოს ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ და საბჭოს წევრ მხარეებს წარუდგინოს საკუთარი ორგანიზაციის წევრების შეჯერებული პოზიციები; ბ) მიიღოს მონაწილეობა საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადებული/დაგეგმილი კვლევების ადმინისტრირებაში მის წევრ ორგანიზაციებში კითხვარების გავრცელების სახით. საბჭოს სამდივნოს წარუდგინოს შევსებული კითხვარები და/ან შესაბამის შემთხვევაში, განახორციელოს შეგროვილ მონაცემთა ანალიზი; გ) უზრუნველყოს თავისი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა და ექსპერტთა ჩართულობა პროფესიული სტანდარტების მომზადების/გადახედვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების/გადახედვის პროცესში; დ) უზრუნველყოს წევრი ორგანიზაციების მონაწილეობა კვალიფიკაციის მინიჭების/აღიარების პროცესებში; ე) ხელი შეუწყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში საწარმოო ბაზაზე პრაქტიკული კომპონენტების ათვისებას; ვ) გაუწიოს მხარდაჭერა თავის წევრ ორგანიზაციებში იმ პირთა დასაქმებას, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღეს შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული დიპლომით; ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაერთოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში გაერთიანებული მოდულების, ასევე, ტრენინგ-მოდულების მომზადებისა და დანერგვის პროცესში, როგორებიცაა, მაგალითად: მომხმარებელთან ურთიერთობა, შრომის უსაფრთხოება, დისციპლინა, ჰიგიენა, პროფესიული ეთიკა, მეწარმეობა, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, სურსათის უვნებლობა; თ) ხელი შეუწყოს თავის წევრ ორგანიზაციათა საწარმოო ბაზაზე პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადებას; ი) თავისი წევრი ორგანიზაციების ჩართულობით უზრუნველყოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული დარგობრივი საბჭოების განვითარება და ფუნქციონირება; კ) პარტნიორობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა WorldSkills-ის კონკურსისთვის სპონსორების მოძიებასა და კონკურსთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში; ლ) ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების იმიჯის ამაღლებას. მიიღოს მონაწილეობა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებში; მ) წელიწადში ერთხელ, უზრუნველყოს პროფესიული განათლების თემატიკაზე კონფერენციის ორგანიზება; ნ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი, საერთაშორისო დამსაქმებელი/დონორი ორგანიზაციების ჩართულობას საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში; ო) თავისი წევრი ორგანიზაციების მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროფესიული ორიენტაციის ღონისძიებებში. 3. დასაქმებულთა პროფესიული კავშირი ვალდებულია: ა) ჩაერთოს პროფესიული ორიენტაციის პროცესში; ბ) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული სტანდარტების გადახედვის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების და განხორციელების პროცესში; გ) სახელმწიფოს მხარდაჭერით უზრუნველყოს პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის და პროფესიული სტუდენტებისთვის შრომის უსაფრთხოების ნორმებთან, შრომის კულტურასთან, სოციალური დიალოგის ევროპულ მოდელთან, სამუშაო ადგილზე სოციალური დიალოგის კულტურის ამაღლებასთან, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე მასტერკლასების ორგანიზება დარგის ექსპერტების ჩართულობით; დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაერთოს შრომით უფლებებთან და სტანდარტებთან დაკავშირებული, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში გაერთიანებული მოდულების, ასევე, ტრენინგ-მოდულების მომზადებისა და დანერგვის პროცესში; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელიწადში ორჯერ, გამართოს კონფერენცია პროფესიული განათლების შესახებ; ვ) ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების იმიჯის ამაღლებას. მიიღოს მონაწილეობა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებში; ზ) სახელმწიფოსთან თანამშრომლობით მოახდინოს პოტენციური ბენეფიციარების ინფორმირება შრომით ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების და საგანმანათლებლო პროცესების შესახებ; თ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობა მიიღოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში, სამეთვალყურეო საბჭოებში ჩართულობის გზით; ი) ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებულ დარგობრივ საბჭოებში ჩართულობის მიზნით მისი წევრების (დარგის ექსპერტების) სტიმულირებას; კ) გამოუყოს სათანადო სივრცე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის. 4. სამოქალაქო საზოგადოება ვალდებულია: ა) მიიღოს მონაწილეობა პროფესიული სტანდარტების გადახედვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში (დარგის ექსპერტთა ჩართვის გზით); ბ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობას საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში; გ) წელიწადში ერთხელ, გამართოს კონფერენცია პროფესიული განათლების შესახებ საბჭოს წევრი მხარეების ჩართულობით; დ) ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების იმიჯის ამაღლებას. მიიღოს მონაწილეობა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ აქტივობებში; ე) ხელი შეუწყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში საწარმოო ბაზაზე პრაქტიკული კომპონენტების ათვისებას სხვადასხვა პროექტებში პროფესიული სტუდენტების ჩართვის გზით; ვ) მიიღოს მონაწილეობა WorldSkills-ის კონკურსისთვის სპონსორების მოძიებაში; ზ) საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვაში, სამეთვალყურეო საბჭოებში მონაწილეობის გზით.“; ზ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საბჭოს სამდივნოს მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.“; თ) მე-6 მუხლის: თ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ასრულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე, რომელიც კურატორობს პროფესიულ განათლებას.“; თ.ბ) მე-5-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს მხარეების წევრთა ნახევარი მაინც. 6. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. 7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომაზე საკითხის წარდგენის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს მხარეებს, აგრეთვე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს და საბჭოს სხდომაზე მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს. 8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრ მხარეთა შორის კონსენსუსის გზით, ხოლო მხარის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნეს ხმათა უმრავლესობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები