დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.168.016143 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
45
26/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
270070000.35.168.016143
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2014 - 20/07/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
პრემია – სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. |
მუხლი 3.
საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი |
1.
პრემიის გამოყენებისას (გაცემისას), საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. |
2.
პრემიის გაცემა ხორციელდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები |
1.
პრემია გაიცემა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. |
2.
პრემიის მიზნებია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირთა წახალისება და მათი მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. |
მუხლი 5.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თანამდებობის პირებზე: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, აგრეთვე, საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანება). |
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირებზე (საჯარო მოსამსახურეები) პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანება) გამოცემით. საკითხის ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი. |
3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე: გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, აგრეთვე, გამგებლის თანაშემწეებზე და გამგებლის წარმომადგენლებზე პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის თაობაზეც გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანება). |
4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის წარდგინების საფუძველზე, საკითხის ინიცირების შემდეგ. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანება). |
5.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
6.
პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური. |
მუხლი 6.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა |
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. |
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები