„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016200
96
26/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
010250020.35.157.016200
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №96

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  20-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 29 აგვისტოს N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N91 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 27.11.2014, 010250020.35.157.016195 ):
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N74 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე“                                               

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 29 აგვისტოს N74 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/09/2014, 010250020.35.157.016178 ):

1. დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების“  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური

1. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულებების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების მიზნობრიობის შესწავლას და ანალიზს, სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზსა და შეფასებას, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმებას და შეფასებას სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.“

2. დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულების“  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენას და შეფასებას;

ბ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და საანგარიშო წლის დაწყებამდე, გამგებლისათვის  დასამტკიცებლად წარდგენს;

დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში;

ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებას;

ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს;

ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

თ) გამგეობის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგს, შეფასებას, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრას;

ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმებას, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენას;

კ) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;

ლ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას;

მ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მასალების გამგებელთან წარდგენას შემდგომი რეაგირებისათვის;

ნ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“

3. დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულების“   მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამსახურის უფლებები

სამსახური უფლებამოსილია:

ა) გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი; 

ბ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში გამგეობის  სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს ნებისმიერი  თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;

გ) განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ”  საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე