საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 708
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018328
708
25/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
040030000.10.003.018328
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №708

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (შემდგომში - ჰოსპიტალი).

2. ჰოსპიტალი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ჰოსპიტლის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ჰოსპიტლის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. ჰოსპიტალს სათანადო ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, ამ დადგენილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 3
ამ დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამავე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოქმედი ხელმძღვანელის ან მის თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულების ახლიდან დამტკიცებას ან/და ქონების გადაცემას.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი