ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.171.016046
46
26/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
190020020.35.171.016046
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. ოზურგეთი

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე



დანართი 1

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის

შექმნისა და განკარგვის წესი


მუხლი 1. სარეზერვო ფონდის არსი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი იქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით.

მუხლი 2. სარეზერვო ფონდის განკარგვის პირობები
1. სარეზერვო ფონდის განკარგვა ხდება:

ა) სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდთოვლობა, მეწყერი და ა.შ) სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;

ბ) ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის და ეპიდემიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;

გ) სხვადასხვა სახის კატასტროფების, ავარიების და გადაუდებელი ხასიათის სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსებისთვის;

დ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულებისათვის;

ე) ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის თუ ობიექტური მიზეზით რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი;

ვ) სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როდესაც მისი გადასახდელები ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული;

2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების განკარგვა ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში ხდება მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული;

3. სარეზერვო ფონდიდან გაცემული გადასახდელების აღრიცხვა (გეგმიური და ფინანსური) ხდება ბიუჯეტის გადასახდელების ფუნქციონალურ-ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი კონკრეტული მუხლით.