„ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016192
58
25/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
010250020.35.144.016192
„ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №58

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. ქარელი

„ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების,   საქართველოს კანონის  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 7 ნოემბრის №53 დადგენილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპს:

 ა) განცხადების გადარჩევა;

 ბ) წერითი დავალება;

 გ) ტესტირება (2015 წლის 1 ივლისამდე  კონკურსის სავალდებულო ეტაპია);

 დ) გასაუბრება.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოხელე საატესტაციო ფურცლის შევსებიდან ორ სამუშაო დღეში ეცნობა და ხელს აწერს მას“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი