დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.173.016064 |
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
|
მუხლი 3.
უფლებამოსილი ორგანოები |
გადაწყგადაწყვეტილებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი. |
მუხლი 4.
ნუმერაციის მოთხოვნა |
|
მუხლი 5.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი |
ა) შენობა/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/ შენობებისთვის მინიჭებული ნომრების არევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა. |
მუხლი 6.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი |
ა) სადარბაზოს/ სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის გაყოფა; გ) ბინების შეერთება; დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. |
მუხლი 7.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია |
კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით. |
მუხლი 8.
გადაწყვეტილების მიღების წესი |
|
მუხლი 9.
ცვლილებისა და დამატების შეტანა |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები