დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.173.016065 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის, მე-2 პუნქტის, „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.
დადგინდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართი 1-ის შესაბამისად. |
2.
დადგინდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან. |
|
დანართი 1
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესები
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება. გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
|
მუხლი 2.
გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი |
ა) ქალაქ ახალციხის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ქალაქ ახალციხის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. |
მუხლი 3.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა |
|
მუხლი 4.
გარე ვაჭრობის ორგანიზება |
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); გ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
|
მუხლი 5.
გარე ვაჭრობის კონტროლი |
|
დანართი 2
საქართველო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნ ე ბ ა რ თ ვ ა N ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------- ნებართვის მიმღები და მისამართი საფუძველი ------------------------------------------------------------------------------------- ნებართვის მოქმედების ვადა ------------------------------------ დან ------------------------------------ მდე ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ----------------------------------------------------------------------------- სამსახურში სანებართვო პირობები: ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------
მუნიციპალიტეტის მერი: ნებართვის მიმღები: ------------------/გ.კოპაძე/ -----------------------
ბეჭდის ადგილი ნებართვა გაცემულია --------- წელს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები