დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016182 |
|
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებით (ვებგვერდი11/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016148) დამტკიცებულ დანართში:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება მე-5 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა 1. „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარების გაწევა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სოციალური დახმარება გაიცემა შემდეგ მოქალაქეებზე: ა) ავთანდილი თაბაგარის (პირადი №47001002438); ბ) შურა ლაბაძე (პირადი №47001026021); გ) ივანე ლაბაძე (პირადი №47001030342); დ) ლაზარე ხითარიშვილი (პირადი №47001020679); ე) მარიამ კაპანაძე (პირადი №47001019536); ვ) მარიამ ლაბაძე (პირადი №47001034719); ზ) თეიმურაზ თაბაგარი (პირადი №47001029805). 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში რეგისტრირებულ დაზარალებულ უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში. ახალციხის მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანამონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და თანამონაწილეობის ოდენობა განისაზღვრება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის არა უმეტეს 50%-ისა. “
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები