„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.170.016074
74
26/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
190020020.35.170.016074
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №74

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

 

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს 2014  წლის 22 დეკემბრის №72 დადგენილებაში    (www.matcne.gov.ge, 24.12.2014, ს/კ 190020020.35.170.016072) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ა“  ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 78-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2.  დადგენილების მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მუხლი 161:

,,მუხლი 161.

 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის № 10 დადგენილება.“.

3. დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 17.

დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.“.

4. დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თოდუა