„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016109
34
25/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
300280000.16.009.016109
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №34

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 22 სექტემბერი, №140, მუხ. 1384. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშების და გადახდის წესების“:

ა) მე–3 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან: ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერი­ზაციის, განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორ­ტირების, განაწილების და წყალმომარაგების ლიცენზიატები, ასევე ელექ­ტრო­ენერგიის იმპორტიორები, ექსპორტიორები, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, მცირე სიმძლავრის ელექტრო­სადგურები, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლები.“

ბ) მე–6 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგულირების საფასურის ოდენობა და ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისათვის რეგულირების საფასურის კოეფიციენტი განისაზღვრება ამ წესების დანართ №1-ში მოცემული მაჩვენებლების შესაბამისად.“

2. მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. დამტკიცდეს ლიცენზიანტების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები (დანართი № 1).“.

3. დადგენილების დანართი  №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №1

ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის  რეგულირების საფასურის კოეფიციენტები

 

1. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატების, მიმწოდებლების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები:

ელექტროენერგეტიკული სექტორი:

წარმოების ლიცენზიატი

0.002

გადაცემის ლიცენზიატი

0.002

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი

0.002

განაწილების ლიცენზიანტი

0.002

იმპორტიორი

0.002

ექსპორტიორი

0.002

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

0.002

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური

0.002

ბუნებრივი გაზის სექტორი:

მიმწოდებელი

0.002

ტრანსპორტირების ლიცენზიატი

0.002

განაწილების ლიცენზიანტი

0.002

წყალმომარაგების სექტორი:

წყალმომარაგების ლიცენზიატი

0.002

 

2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის რეგულირების საფასურის განსაზღვრისას მის შემოსავალში არ გაითვალისწინება იმ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, რომლიდანაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არ უნდა რჩებოდეს მოგება, მოცემულ შემოსავალში არ იგულისხმება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურით მიღებული შემოსავალი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი