სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის 2014 წლის ანგარიში

  • Word
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის 2014 წლის ანგარიში
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში

(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდისათვის)  

 

ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 16 განცხადება. აქედან სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა 15 (თხუთმეტი) განცხადება, ერთი კი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა სხვა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. შემოსული განცხადებებიდან 15 (თხუთმეტი) გახლდათ იურიდიული პირებისაგან, 1 (ერთი) ფიზიკური პირისაგან.

ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში 5 (ხუთი) განმცხადებელს ეცნობა წერილობით ათდღიანი ვადის განსაზღვრის შესახებ;

გ) 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

დ) სახელწიფო რწმუნებულს – გუბერტნატორს განკარგულების საფუძველზე დადგენილი აქვს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე  სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი ნანა კაკაჩია.

ე) ადმინისტრაციაში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument), შესაბამისად საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნულ პროგრამაში.

ვ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

ზ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ხარჯების გაწევის აუცილებლობა არ წარმოშობილა.