დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 02 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016150 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 02 აგვისტოს №18 დადგენილებაში (სსმ,08/08/2013) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე–4 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე–5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5 1. აკრძალულ ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ფორსმაჟორულ შემთხვევაში (რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იყოს გადამზიდავის მიერ) საკრებულოს თანხმობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს ამ დადგენილების მეოთხე მუხლის მოთხოვნები. 2. ამ დადგენილების მიზნებისათვის ფორსმაჟორში იგულისხმება სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერი, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი სტიქიური მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება ინვესტორის (მეწარმის) ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. 3. აკრძალულ ტერიტორიაზე გადაადგილების ნებართვა გაიცემა მხოლოდ განსაზღრული ვადით, გადამზიდავი კომპანიის მიერ წერილობით დასაბუთებული პრობლემის აღმოფხვრამდე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები