დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3158 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.210.010.05.001.002.274 |
საქართველოს კანონი
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო – ბირთვული ავარიის შემთხვევაში დეზაქტივაციის და კანონით გათვალისწინებულ სხვა სფეროში;“.
2. მე-11 მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 37-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტრო კოორდინაციას უწევს ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების მოხმარების, შენახვისა და ტრანსპორტირების ფიზიკური დაცვის სახელმწიფო სისტემას, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შესაბამის სისტემებთან ურთიერთკავშირში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიურად წარედგინება მოხსენება, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3158–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები