დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016185 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2014 - 02/12/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შეასახებ“ 41-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება ადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა: ა)მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის (თვითმმართველობის) პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის; ბ) თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; შექმნას იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობამ და იურიდიულმა პირებმა შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; ასევე, უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება; გ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიახლეების ოპერატიულად გამოქვეყნება; დ) თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში მიმდინარე მოვლენების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ოპერატიული გამოქვეყნება; ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროაქტიური წესის თანახმად, აღნიშნულ წესს დაქვემდებარებული ყველა ინფორმაციის გამოქვეყნება. 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.lagodekhi.org.ge. მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებ-გვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლისათვის. ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. მუხლი 3. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი 1. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები; ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. მუხლი 4. ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები საკრებულოს აპარატს აწვდიან ვებ-გვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით. 2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ, შესაბამის განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ვებგვერდის ადმინისტრატორი. მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა : 1. ვებ-გვერდზე (ზედა მენიუ) განთავსდება მთავარი გვერდი (ახალი ამბები), მუნიციპალიტეტის შესახებ (სიმბოლიკა, სტატისტიკა, მოსახლეობა, დასახლებები), ისტორია/გეოგრაფია, გალერეა (ფოტო/ვიდეო), ბმულები და კონტაქტები. 2. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებები და ქვეგანყოფილებებია: ა) გამგეობა: ა.ა) დებულება; ა.ბ) გამგებელი; ა.გ) გამგებლის მოადგილეები; ა.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები. ბ) საკრებულო: ბ.ა) დებულება (რეგლამენტი;) ბ.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები); ბ.გ) საკრებულოს წევრები; საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები); ბ.დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები); ბ.ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება; ფრაქციის შემადგენლობა; ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები); ბ.ვ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები); ბ.ზ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის სტრუქტურა. გ) საჯარო ინფორმაციის გვერდი: გ.ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი (ტელეფონი, თანამდებობა, e.mail); გ.ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების წესი; გ.გ) პროაქტიურ გამოქვეყნებას დაქვემდებარებული საჯარო ინფორმაციები. დ) თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები: დ.ა) წესდებები; დ.ბ) ადმინისტრაცია. ე) მაჟორიტარი დეპუტატი: ვ) ბიუჯეტი: ზ) განათლება: ზ.ა) რესურსცენტრი; ზ.ბ) საჯარო სკოლები; ზ.გ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები. თ) კულტურა, სპორტი: თ.ა) კულტურის სახლები; თ.ბ) ანსამბლები; თ.გ) ძეგლები, ღირსშესანიშნაობები; თ.დ) მუზეუმები, ბიბლიოთეკები. ი) ჯანდაცვა და სოციალური სფერო: ი.ა) ჯანდაცვის ობიექტები; ი.ბ) სოც. პროგრამები (გაცემის წესი); ი.გ) სოც. სააგენტო. კ) ინფრასტრუქტურა: ლ) სოფლის მეურნეობა: მ) ტურიზმი: მ.ა) სასტუმროები (კერძო, საოჯახო); მ.ბ) რესტორნები; მ.გ) ტურისტური მარშრუტი. ნ) რელიგია: ო) საზოგადოება: ო.ა) არასამთავრობოები; ო.ბ) პარტიები. პ) მართლწესრიგი: პ.ა) პროკურატურა; პ.ბ) პოლიცია; პ.გ) სასამართლო; პ.დ) ადვოკატურა. ჟ) კანონმდებლობა: რ) ვაკანსიები: |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები