დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 701 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360090000.10.003.018321 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში (სსმ, №172, 31.12.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დროებით სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალება/საქონელი შემოსაზღვრულ უნდა იქნეს სპეციალური დამცავი ბარიერით ან ლენტით, საზღვრები მარკირებულ უნდა იქნეს რადიოაქტიურობის გამაფრთხილებელი ნიშნებით და იმყოფებოდეს დაცვის ქვეშ. ზონა უნდა იყოს შემოფარგლული იმგვარად, რომ მის გარეთ რადიაციული ფონი არ უნდა აღემატებოდეს ბუნებრივ რადიაციულ ფონს და შეძლებისდაგვარად, განთავსებულ უნდა იყოს აქტიური სამოქმედო ტერიტორიიდან მოშორებით. საჭიროების შემთხვევაში, შემმოწმებელი ჯგუფი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების განთავსება ნებისმიერ ახლომდებარე ტერიტორიაზე ან საწყობში, მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით. 12. განგაშის დადასტურების შესახებ ინფორმაციას ცგს-ის ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურს და ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 10 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები