დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 700 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.018320 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017657) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-9 მუხლის: ა) 25-ე-27-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტი უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შემდეგ შემთხვევებში: ა) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას; ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება რთულ საექსპლუატაციო პირობებში; გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება სამზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით კოლონაში. 26. სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის შეთახმებისათვის გადამზიდველი ვალდებულია, გადაზიდვის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 დღისა, წარუდგინოს საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შემდეგი საბუთები: ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისათვის შემუშავებული მარშრუტი ოთხ ეგზემპლარად (დანართი №3); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე (დანართი №1); გ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანთან ერთად (დედანი უბრუნდება გადამზიდველს); დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანთან ერთად (დედანი უბრუნდება გადამზიდველს); ე) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთისათვის, ტვირთის გამგზავნის (ტვირთის მიმღების) მიერ დამატებით წარმოდგენილი სპეციალური ინსტრუქცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე. 27. შეთანხმებული მარშრუტის ერთი ეგზემპლარი ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, მეორე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, მესამე - გადამზიდველთან, ხოლო მეოთხე - მძღოლთან.“; ბ) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა დასაშვებია მხოლოდ; ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტვირთის გადაზიდვის თარიღის (თვე და რიცხვი) შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე) ჯგუფის, სპეციალური აღჭურვილობისა (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი სიგნალები) და შეფერილობის ავტოსატრანსპორტო საშუალების თანხლებით.“; გ) 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა (კონკრეტული საგზაო პირობების გათვალისწინებით) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან გადაზიდვის მარშრუტის შეთანხმების დროს.“. 2. №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
შეთანხმებულია: 1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი –––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)
2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი)
მოქმედების ვადა --------------------------- 200 წ.-დან --------------------------- 200 წ.-მდე
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მარშრუტი
ტვირთის საერთო წონა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ------------------ ტონა. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, რომლებსაც ერთდროულად გადააქვთ ტვირთი -------------------- ერთეული.
მოძრაობის განსაკუთრებული პირობები ------------------------------------------------------------------------------------------------- 1. დასაშვები სიჩქარე ---------------------------------- 2. დაცვა (მთლიან მარშრუტზე, ცალკეულ უბნებზე, არ არის საჭირო) * 3. გაცილება (მთლიან მარშრუტზე, ცალკეულ უბნებზე, არ არის საჭირო) * 4. მოძრაობა ღამით (ნებადართულია, აკრძალულია) * 5. მოძრაობა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში: ნისლი, თოვლი, წვიმა, ქარბუქი . . . (ნებადართულია, აკრძალულია) * შენიშვნა: * (საჭიროს ხაზი გაესვას) (გადაზიდვის მარშრუტის უკანა მხარე) მოძრაობის მარშრუტი
გადამზიდველი ------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, ხელმოწერა) შენიშვნა: სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მარშრუტს შეიმუშავებს და ათანხმებს შესაბამის ორგანოსთან გადამზიდველი.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 10 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები