საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018267
  • Word
2384
19/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
000000000.00.003.018267
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2384   

2014 წლის 19 დეკემბერი  

 ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

     1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „კურორტ საირმეს“ (ს/კ №225058576) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში მდებარე 2429 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №30.18.31.145) და ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში მდებარე 607 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №30.18.31.144) შპს „კურორტი საირმის“ საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შპს „კურორტი საირმე“ უარს იტყვის სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს №004395914, 2014 წლის 19 აგვისტოს №004396414 და 2014 წლის 30 სექტემბრის №005281014 დასკვნებით დადგენილ სახელმწიფოსა და შპს „კურორტი საირმის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის - 44 400 (ორმოცდაოთხი ათას ოთხასი) ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე.

    2.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი

დანართი

მისამართი

მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი

მიწის ფართი (კვ.მ)

მიწის ნაკვეთის დანიშნულება

1

ბაღდათის მუნიციპალიტეტი, კურორტი საირმე

30.18.31.126

499

სასოფლო-სამეურნეო

2

ბაღდათის მუნიციპალიტეტი, კურორტი საირმე „მამანეთი“

30.18.31.135

168

სასოფლო-სამეურნეო

3

ბაღდათის მუნიციპალიტეტი, კურორტი საირმე

30.18.31.129

7478

სასოფლო-სამეურნეო

4

ბაღდათის მუნიციპალიტეტი, კურორტი საირმე „მამანეთი“

30.18.31.140

15155

სასოფლო-სამეურნეო

სულ

23300