საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018262
  • Word
2378
19/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
000000000.00.003.018262
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2378

2014 წლის 19 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ, „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამის „ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის“ კომპონენტის ფარგლებში, 23 000 (ოცდასამი ათასი) გრამი მეთადონის ჰიდროქლორიდის (აქტიური ნივთიერება - „მეთადონი“) შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით „ნარკომანიის“ სახელმწიფო პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 03 02 10) გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი