დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2371 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018255 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2371
2014 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემის მოწყობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, იმერეთის სატყეო სამსახურის ტყიბულის სატყეო უბნის ორპირის სატყეოს კვარტალ №55-ის ლიტერ №16-ში (190 კვ.მ), კვარტალ №63-ის ლიტერ №7-ში (15 კვ.მ) და ამავე კვარტალების მიმდებარედ, ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში (250 კვ.მ) არსებულ მიწის ფართობზე (სულ – 455 კვ.მ), სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლების გარეშე) ვადა, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, განესაზღვროს 2 (ორი) წლით.
2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული იმერეთის სატყეო სამსახურის წყალტუბოს სატყეო უბნის ცხუნკურის სატყეოში, ყოფილი ქუთაისის სატყეოს კვარტალ №8-ში სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (455 კვ.მ) 2015 წლის 15 მარტიდან 1 მაისამდე უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება – ტყის გაშენება-დარგვით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები