გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერი“ ორგანიზებით დაგეგმილ სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018251
  • Word
2366
19/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
000000000.00.003.018251
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერი“ ორგანიზებით დაგეგმილ სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2366

2014 წლის 19 დეკემბერი

 ქ. თბილისი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერი“ ორგანიზებით დაგეგმილ სწრაფი რეაგირების ძალების  წვრთნებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

    „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ორგანიზებით დაგეგმილ სწრაფი რეაგირების ძალების  წვრთნებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის  უზრუნველსაყოფად:

    1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, მოხმარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული, შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ან სხვა პროექტებიდან/წყაროებიდან შესყიდული, გადაცემული ან მიღებული შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტი და ასაცრელი მასალა (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად):

    ა) პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ორალური ვაქცინა 150 (ას ორმოცდაათი) დოზა;

    ბ) ტეტანუსი-დიფტერიის ტდ (TD) საწინააღმდეგო ვაქცინა 150 (ას ორმოცდაათი) მოზრდილის დოზა;

    გ) წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა 150 (ას ორმოცდაათი) დოზა;

    დ) შპრიცი 0.5 მლ 300 (სამასი) ცალი;

    ე) შპრიცი 2.0 მლ 75 (სამოცდათხუთმეტი) ცალი;

    ვ) შპრიცების გასანადგურებელი უსაფრთხო ყუთი 5 (ხუთი) ცალი.

    2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის  სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა  უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

პრემიერ-მინისტრი                              ირაკლი ღარიბაშვილი