დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ-მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61400990699 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნი №1 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ-საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ტავმჯდომარეს ,
ბატონ გიორგი პატარიძეს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის ინფორმაციის თვისუფლების თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, სსიპ-მცხეთის მინიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ 2014 წლის ანგარიშს:
ა) სსიპ- მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლაში 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 68 მოთხოვნა, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე შემოვიდა 5 მოთხოვნა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ურის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ- მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლაში შემოსული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა 68 მოთხოვნა, არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილების მიმღები პირი 2014 წლის 10 ოქტომბრამდე იყო სსიპ-მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შემსრულებელი ეფემია სიმონიშვილი, ხოლო 2014 წლის 10 ოქტომბრიდან სკოლის დირექტორი მარინა წამალაიძე, ამასთან, საანგარიშო პერიოდში სსიპ-მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლაში არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული სხდომის დახურვის თაობაზე.
გ) სსიპ-მცხეთის მუნიციპალიტეტისსოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლა მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სკოლაში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ სკოლის დირექტორს მარინა წამალაიძეს და სკოლის საქმისმწარმოებელს ნინო მძელურს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) სსიპ-მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის საჯარო სკოლის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემისას, გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სკოლა ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
ვ) სსიპ-მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, აქედან გამომდინარე არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივარი.
ზ) სსიპ-მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის , აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, აქედან გამომდინარე საანგარიშო პერიოდში გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯები არ წარმოშობილა, მათ შორის, ადგილი არ ჰქონდა სკოლისათვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
პატივისცემით,
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები