დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018241 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2355
2014 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულიდებულების74 მუხლისსაფუძველზე, სახელმწიფოებრივიდასაზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, აჭარაში , მდ. ჭოროხზე მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურების სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისმიზნით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (ს/ნ: 245591426) გათავისუფლდესსასარგებლოწიაღისეულისმოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოიპოვოს 150 000 (ასორმოცდაათიათასი) მ3 სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში),შემდეგიXდა Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) 100 000 (ასი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში - სოფ. ერგეს მიმდებარე ტერიტორია (მდ. ჭოროხი):
![]() |
ბ)50 000 (ორმოცდაათი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში - სოფ. აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორია (მდ. აჭარისწყალი):
2.შპს „აჭარ ენერჯი-2007“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოსსაქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისიდასკვნებ ით (გეოსაინფორმაციო პაკეტებით) განსაზღვრულიპირობებისშესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულებისპირველიპუნქტითგანსაზღვრულიმიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 26 087 (ოცდაექვსი ათას ოთხმოცდაშვიდი) ლარის გადახდა, ამ განკარგულებისძალაშიშესვლიდანერთითვის ვადაში.
3.შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისდაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამ ხედველობის დეპარტამენტი).
4 . შპს „აჭარ ენერჯი-2007“-მა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებულიბუნებრივირესურსისოდენობისშესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლიღარიბაშვილი
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები