დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2353 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018239 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2353
2014 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების თაობაზე.
2. აზიის განვითარების ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმების 21-ე მუხლის (i)(a); (i)(b); (i)(c) და (ii) პუნქტების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით დაუდასტუროს აზიის განვითარების ბანკს საქართველოს მთავრობის თანხმობა საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები