,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე

დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016179
71
26/12/2014
ვებგვერდი, 26/12/2014
010250020.35.165.016179
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №71

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წელს 18 ნოემბრის №54 დადგენილებაში (სსმ,21.11.2014, 010250020.35.165.016162).

1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს განკარგულებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო. დაწესებულების მოხელეთა კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.

2.დადგენილების დანართის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კონკურსის სავალდებულო ეტაპია ტესტირება. კონკურსი შესაძლებელია  მოიცავდეს კიდევ ერთ-ერთ ან რამდენიმე ეტაპს:

ა) განცხადების გადარჩევა;

ბ) წერითი დავალება;

გ) გასაუბრება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული