დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.152.016207 |
43
25/12/2014
ვებგვერდი, 26/12/2014
010250000.35.152.016207
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც დუშეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისას) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს დუშეთის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე. |
| მუხლი 2 |
პირველი მუხლით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები