,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 19/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.10.003.000.790
  • Word
149
18/07/2007
სსმ, 103, 19/07/2007
010.240.010.10.003.000.790
,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2007 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს დამატებები და:

ა) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს უშუალოდ წარადგენენ: მთავრობის წევრი, აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, მთავრობის კანცელარიის უფროსი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის კანცელარიის ქვედანაყოფის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი.“;

ბ) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მთავრობის საჯარო სხდომას განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება ესწრებოდნენ საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები (საქართველოს მთავრობის პრესსამსახურთან შეთანხმებით).“;

გ) 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კანონპროექტის სახით საკანონმდებლო წინადადების (შემდგომში – კანონპროექტის) მომზადებისა და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს მინისტრებს, სახელმწიფო მინისტრებს, სახელმწიფო რწუნებულებს – გუბერნატორებს, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ პროცესის კოორდინაციას ახორციელებენ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (შესაბამისი ქვედანაყოფის მეშვეობით) და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი